რაგბი და მუშტი-კრივი

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონატი ჭაბუკთა A ლიგაში, სადაც ერთმანეთს თვრამეტწლამდელი მორაგბეები ეჯიბრებიან, სკანდალით დასრულდა.

ფინალურ მატჩში, რომელშიც ჩემპიონობისთვის "ყოჩებისა" და "ჯიქების" ყმაწვილი მორაგბები იბრძოდნენ, ჯგუფური ჩხუბი ატყდა. კინკლაობა და მუშტი-კრივი რაგბისთვის უცხო არ არის, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ შემთხვევაში ჩხუბში ჩაებნენ როგორც სათადარიგო მოთამაშეები, ისე ტრიბუნაზე მყოფი გულშემატკივრებიც, რაც რაგბის კავშირის სადისციპლინო კოდექსით უმკაცრესად ისჯება.

ბოლო ხანს გახშირდა დისციპლინის უხეში დარღვევები, გუნდური ჩხუბი, მსაჯების შეურაცხყოფა. საქართველოს რაგბის კავშირის სადისციპლინო კომიტეტს სხვა და სხვა დარღვევების გამო უმაღლეს, პირველ, მეორე, ჭაბუკთა A და B ლიგებში
33 სხდომა აქვს გამართული. რაგბის კავშირის გამგეობის გადაწყვეტილებით, ნოემბერში ჩატარდება რიგგარეშე ყრილობა, რომელზეც განიხილება და დამტკიცდება მნიშვნელოვნად გამკაცრებული ახალი კოდექსი.

საბედნიეროდ, ფინალურ მატჩში ვითარება ისე არ გართულებულა, რომ თამაში ჩაშლილიყო. "ყოჩებმა" მეტოქე 18:11 დაამარცხა და ჭაბუკთა A ლიგის ჩემპიონის ტიტული ირგუნა.

მესამე ადგილისთვის მატჩში ქუთაისის "აიამ" რუსთავის "ხარებს" 26:13 მოუგო.

ჭაბუკთა A ლიგა

III ადგილისთვის
აია-ხარები 26:13

ფინალი
ყოჩები-ჯიქები 18:11


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული