ვისოლი\ყოჩები ტიტულს ვისოლზე დაიცავს

AutoSharing Option
23-24 ოქტომბერს დიდ დიღომში, "ვისოლის" სარაგბო სტადიონზე შვიდკაცა რაგბის ფინალური ეტაპი გაიმართება. შეგახსენებთ, რომ წლეულს გათამაშება სამ ეტაპად ტარდება. პირველი ორის შედეგების ჯამით შეირჩა ათი საუკეთესო გუნდი, რომლებიც ბოლო, მესამე ეტაპზე ჩემპიონობისთვის იბრძოლებენ.

გუნდები ორ ჯგუფად არიან გაყოფილნი. A ჯგუფში იასპარეზებენ: "ბათუმი XV", თბილისის "აკადემია", ქუთაისის "ბაგრატი", რუსთავის "ხარები" და თბილისის "ლელო". B ჯგუფში შარშანდელ ჩემპიონ თბილისის "ვისოლი\ყოჩებს" ტიტულს შეეცილებიან ქუთაისის "აია", თბილისის "ხულიგანა", თბილისის "ლოკომოტივი" და ფოთის "რაინდები".

თამაშები ორივე დღეს 11 საათსა და 30 წუთიდან დაიწყება და დაახლოებით
18 საათამდე გასტანს.

A ჯგუფი: ბათუმი XV, აკადემია, ბაგრატი, ხარები, ლელო

B ჯგუფი: ვისოლი\ყოჩები, აია, ხულიგანა, ლოკომოტივი, რაინდები

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული