მოთამაშე მწვრთნელის ბესიკ ხმაშურიძის დამოძღვრილი საკმაოდ ბრძოლისუნარიანი და სიმპატიური გუნდი, რომელიც რეგულარულ გათამაშებას დიდხანს ლიდერობდა, მხოლოდ მე-4 ადგილს დასჯერდა.
"აიას" წლევანდელი აქილევსის ქუსლი ცუდი სათამაშო დსიციპლინა იყო. ქუთათურები ხშირად არღვევდნენ თამაშის წესს, რაც თითქმის ყოველთვის მარცხის ფასად უჯდებოდათ. ასე იყო ამჯერადაც. "ვისოლი/ყოჩებმა" მათ კარში ექვსი საჯარიმო დაარტყეს და
და კიდევ, "ვისოლი/ყოჩების" მწვრთნელმა მეტოქეს სიურპრიზი მოუმზადა. მგეზავი თემურ სოხაძე ფულბეკად დააყენა. შავლეგ მახარაშვილი კი გარემარბად გაამწესა, ხოლო სოხაძის პოზიცია სათადარიგო მგეზავ გიგა გაბუნიას ანდო. ამან, ცხადია, "აია" აიძულა თამაშში გარკვეული კორექტივები შეეტანა, რაც, როგორც გამოჩნდა, ბოლომდე ვერც განახორციელა.
ანგარიში მე-6 წუთზე ქუთათურებმა გახსნეს. შუამარბმა გაგა სინაურიძემ საჯარიმო გაიტანა - 3:0. ორ წუთში მახარაშვილმა საჯარიმოთივე გაათანაბრა 3:3. პირველი ტაიმის დარჩენილი დრო თანაბარ ბრძოლაში წარიმართა, თუმცა თბილისელმა მორაგბეებმა მაინც შეძლეს მეტოქის ორი შეცდომის გამოყენება და ჯერ სოხაძემ, მერე ისევ მახარაშვილმა, თითო საჯარიმო გაიტანეს. 9:3 - ასე დასრულდა პირველი ტაიმი.
შესვენების შემდეგ "აიამ" უფრო აქტიურად დაიწყო თამაში და უკვე სამ წუთში საჯარიმოს დარტყმის უფლება მოიპოვა, სინაურიძემ შანსი ხელიდან არ გაუშვა - 6:9. ამაზე მახარაშვილმა რვა წუთში ისევ საჯარიმოთი უპასუხა და ექვსქულიანი უპირატესობა აღადგინა - 12:6. ორ წუთში კი, სრულიად კომიკურ სიტუაციაში "ვისოლი/ყოჩებმა", ფაქტობრივად, გამარჯვების ლელო გაიტანეს. თბილისელმა მორაგბეებმა ლელოს მისადგომებთან მეტოქე ბურთიანად აუტში გადაიყვანეს. იქედან ბურთი სწრაფად დააბრუნეს თამაშში, ისე, რომ ქუთათურებმა თვალის დახამხამებაც ვერ მოასწრეს და მეორეხაზელი მიხეილ არჩუაშვილი ლელოში ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე შეიჭრა. სოხაძემ ვერ გარდასახა - 17:6.
სამაგიეროდ, ხუთ წუთში იმავე სოხაძემ სხვაობა საჯარიმოთი 14 ქულამდე გაზარდა - 20:6. ასეთი ტოლსწორი გუნდების თამაშში, ეს საკმაოდ სოლიდური ჰანდიკაპია. თუმცა, "აია" ფარ-ხმალის დაყრას არ აპირებდა და 63-ე წუთზე ლელოს გატანაც მოახერხა.
"აია" მეტოქის 22-მეტრიანი ზონის მისადგომებთან უტევდა, როცა ერთ-ერთ ეპიზოდში მგეზავმა ლევან შარვაშიძემ ბურთი მეტოქის ზურგს უკან ფეხით გადაჰკიდა. ყველას "აიას" გარემარბმა, საქართველის 19-წლამდელთა ნაკრების წევრამ გიორგი აბრამიძემ დაასწრო და ლელო კარის ძელებს შორის გაიტანა. შეცვლაზე შესულმა თორნიკე აშვეთიამ გარდასხა - 13:20.
"აიას" მატჩის გადარჩენის შანსი მიეცა. რამდენჯერმე მეტოქის ლელოს სახიფათოდაც შეუტიეს, მაგრამ თავდადებით მებრძოლი "ვისოლი/ყოჩების" დაცვას ვერაფერი მოუხერხეს. ვნებათა ღელვა კი თბილისელთა გარემარბმა სანდრო ნიჟარაძემ ჩააცხრო. მან ორმოცი მეტრიდან არეკნით ბურთი "აიას" კარის ძელებს შორის გაატარა, რითაც მეტოქის ყველანაირ ძალისხმევას ხაზი გადაუსვა - 23:13
ვისოლი/ყოჩები-აია 23:13
ვისოლი/ყოჩები (15-9) სოხაძე, მახარაშვილი, პ.მაისურაძე, ადანაია, ნიჟარაძე, გაბუნია, ბეგაძე. (1-8) გოგიშვილი (მამუკაშვილი 65), ბრეგვაძე, ხოსიტაშვილი, ბელაშვილი, არჩუაშვილი, ცხვედიანი (ტყეშელიაძე 52), კალმახელიძე, ნიკოლაიშვილი (დგებუაძე 50)
ლ: არჩუაშვილი. 5ს: მახარაშვილი (3), სოხაძე (2). ა: ნიჟარაძე.
აია (15-9) ხამაშურიძე, აბრამიძე, ი.ჩხიკვაძე, სინაურიძე (აშვეთია 54), გოშაძე, შერვაშიძე (ძნელაძე 66), როხვაძე (გოგია 54). (1-8) ლომიძე, სხულუხია (მატკავა 46), გურეშიძე (ტ.ჩხიკვაძე 75), იობიძე, მეტრეველი, რევიშვილი, შალამბერიძე, თხელიძე (ძაგნიძე 54)
ლ: აბრამიძე. გ: აშვეთია. 2ს: სინაურიძე
სინბინი: გოშაძე, რევიშვილი.
მსაჯი: ლეონ ვალენი (საფრანგეთი)
წინასწარი ფინალი. 8 ნოემბერი
ლოკომოტივი-ვისოლი/ყოჩები.