პირველი დასარჩენი არმაზმა მოიგო

AutoSharing Option
უმაღლეს ლიგაში დასარჩენ პირველ მატჩში თბილისის "არმაზმა", რომელმაც რეგულარული გათამაშება ბოლოსწინა, მეშვიდე ადგილზე დაასრულა, დიღომში, "ვისოლის" სტადიონზე პირველი ლიგის მეორეადგილოსანი თბილისის "ივერია" 37:24 დაამარცხა.

განმეორებითი შეხვედრა კვირის თავზე ისევ "ვისოლზე" გაიმართება. უმაღლესი ლიგის საგზური რომ მოიპოვოს, "ივერიამ" მეტოქე მინიმუმ 14 ქულით უნდა დაამარცხოს.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული