საქართველოს რკინიგზასა და სარაგბო კლუბ "ლოკომოტივს" შორის სასპონსორო ხელშეკრულება გაფორმდა

AutoSharing Option
საქართველოს რკინიგზასა და ყველაზე ტიტულოვან ქართულ სარაგბო კლუბ "ლოკომოტივს" შორის სასპონსორო ხელშეკრულება გაფორმდა.

ამ ხელშეკრულების საფუძველზე, საქართველოს რკინიგზა სრულ სასპონსორო მომსახურებას გაუწევს თბილისის "ლოკომოტივს".

ხელშეკრულებაში მესამე მხარის სახით წარმოდგენილია საქართველოს რაგბის კავშირი, რომელიც საქართველოს რკინიგზას თავის სარეკლამო სივრცეს დაუთმობს.

გიორგი ნიჟარაძე, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი:

"რაგბის კავშირი მადლიერია საქართველოს რკინიგზის ამ ნაბიჯის გადადგმისათვის. აღნიშნული ხელშეკრულების გაფორმება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როდესაც საქართველოს სარაგბო კლუბები უმძიმეს ფინანსურ მდგომარეობაში იმყოფებიან.

რაგბის კავშირის მთელი ძალისხმევა მიმართულია კლუბებისათვის დაფინანსების მოძიებაზე სახელმწიფოსა თუ კერძო სექტორის
მხრიდან.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ სახელმწიფო და ბიზნესი მაქსიმალურად უნდა იყოს ჩართული ქართული რაგბისა და ზოგადად, სპორტის მხარდაჭერაში.

განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ეს ხელშეკრულება გაფორმდა რკინიგზასა და მის წიაღში 1964 წელს აღმოცენებულ რაგბის კლუბ "ლოკომოტივს" შორის.

"ლოკომოტივს" დიდი ისტორია აქვს და მან არაერთი მორაგბე აღუზარდა საქართველოს ეროვნულ ნაკრებს.

საქართველოს რაგბის კავშირი ვალდებულებას ვიღებთ, ჩვენს ხელთ არსებული შესაძლებლობებიდან გამომდინარე, საქართველოს რკინიგზას დავუთმოთ სარეკლამო სივრცე, რათა აღნიშნული ხელშეკრულება კომპანიისათვისაც იყოს სარგებლის მომტანი.

ვიმედოვნებ, რომ სხვა ქართული კომპანიები მაგალითს აიღებენ საქართველოს რკინიგზისგან და ქართულ სარაგბო კლუბებს გვერდში დაუდგებიან, რაც ქართული რაგბის განვითარებისა და გადარჩენისათვის სასიცოცხლოდ აუცილებელია."

თემურ ბენდიაშვილი, "ლოკომოტივის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და მთავარი მწვრთნელი:

"ჩვენი კლუბი 60-იან წლებში რკინიგზის წიაღში წარმოიშვა და მას შემდეგ რკინიგზასთან ერთად ბევრ წარმატებას მივაღწიეთ.

სამწუხაროდ, ბოლო 15 წლის განმავლობაში ჩვენი ურთიერთობა გაწყდა და ჩვენით, დიდი ვაივაგლახით ვახერხებდით არსებობას და კლუბის შენარჩუნებას.

პირადად, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს რკინიგზას ამ კოლოსალური მხარდაჭერისათვის.

ჩვენ ბედნიერები ვართ, რადგან ისევ დავუბრუნდით ჩვენს წიაღს და ამიერიდან ერთად მივაღწევთ ახალ წარმატებებს, გავაძლიერებთ კლუბს, რითაც დიდ ძალას შევმატებთ ქართულ რაგბის და კიდევ მრავალ მორაგბეს აღვუზრდით ეროვნულ ნაკრებს."

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
წელს თუ ვერა ბ/ნ ბენდო იმდენს მოახერხებს რომ მომავალ წელს კოლოს ფედისტალის ყველაზე მაღალ საფეხურზე აიყვანს...

ამ ფაქტის მსგავსად ყოველ კლუბს რომ 1-2 სპონსორი ყავდეს ქართული რაგბი უფრო სწრაფი ტემპებით განვითარდებოდა!
GiorgiG83
11 იანვარი 2014 11:12
0
"ლოკო" წელს ჩემპიონია !!!
Qartveli!
04 ივლისი 2013 17:02
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული