მატჩის პირველი ნახევარი რაგბისთვის უჩვეულო ანგარიშით, 0:0 დასრულდა. გუნდებს ხელს ძალიან უშლიდათ ძლიერი ქარი. "ლელოს", მეტოქის წინააღმდეგობასთან ერთად, ქარის წინაღობის დაძლევაც უხდებოდა, რასაც ვერ ვიტყვით, რომ თავს წარმატებით ართმევდა.
არმიელები პირველ ტაიმში თითქოს უპირატეს მდგომარეობაში იყვნენ. მათ ხელს ზურგის ქარი უწყობდათ, მაგრამ ვერც მეტოქის კარის
აფციაური საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრია. ის უნივერსალი მორაგბეა, რომელსაც უკანა ხაზში ნებისმიერ პოზიციაზე შეუძლია თამაში. ამჯერად ის მგეზავად ირჯებოდა და შესანიშნავადაც. თუმცა თამაშის მსვლელობისას აფციაური დაშავდა და მეორე ტაიმში მოედანზე აღარ გამოჩენილა.
შესვენების შემდეგ ისევ "არმია" აქტიურობდა. ის, რაც მოედანზე ხდებოდა, თითქოს პირველი ნახევრის ლოგიკური გაგრძელება იყო. არმიელები ქარს არაფრად დაგიდევდნენ და გამარჯვებისთვის მაქსიმალური შემართებით იბრძოდნენ. ანგარიში 46-ე წუთზე გაიხსნა. "არმიამ" მორიგი დერეფანი მოიგო, მერე მოლი შეკრა, რამდენიმე მეტრი წინ გაიარა.
"ლელოს" ჩათვლის მოედნიდან ხუთ მეტრში თამაში რაკში გადავიდა. მორკინალების რამდენიმე მოკლე დარტყმის შემდეგ რაკიდან ბურთი შუამარბმა გიგა გაგოშვილმა აიტაცა და ლელოში გადადო. გარემარბმა რატი ნუცუბიძემ გარდასახა - 7:0.
"ლელომ" ანგარიშში სხვაობის შემცირება მალევე, საპასუხო იერიშისას შეძლო. საჯარიმო ფულბეკმა ირაკლი ყიასაშვილმა გაიტანა - 3:7. ოთხ წუთში ისევ ნუცუბიძემ დაარტყა ზუსტად ლელოელთა კარში, რაზეც ყიასაშვილმა კიდევ ორი საჯარიმოთი უპასუხა და 65-ე წუთისთვის ჩემპიონები მინიმალური სხვაობით, 9:10 აგებდნენ.
თამაშის დასკვნითი ათი წუთი ისევ "არმიას" უპირატესობით წარიმართა. ნუცუბიძე 72-ე წუთზე ისევ შესანიშნავად გაისარჯა საჯარიმოს დარტყმისას, თუმცა ოთხ წუთში ყიასაშვილმა 48 მეტრიდან არეკნი დაჰკრა და სხვაობა ისევ მინიმუმამდე შეამცირა - 12:13.
თამაშის დასრულებას ორი წუთი აკლდა, როცა ნუცუბიძემ ლელოელთა მორიგი შეცდომა გამოიყენა და ზუსტი საჯარიმო დარტყმით თავისიანებს გამარჯვება მოუტანა - 16:12.
ლელო-არმია 12:16
ლელო (15-9) ყიასაშვილი, ზაალიშვილი, კორკელია, გუგავა (ხეცურიანი 37), ნიჟარაძე, ხმალაძე (მჭედლიშვილი 45, მინდიაშვილი 73), კაჭარავა. (1-8) პატარაია, ბელქანია, მელიქიძე (კვერნაძე 59), ხორბალაძე (ნიკოლაიშვილი 59), ქოიავა, მძინარიშვილი (სურგულაძე 45), კოლელიშვილი, ჭყოიძე.
3ს,ა: ყიასაშვილი.
სინბინი: კაჭარავა, ბელქანია.
არმია (15-9) შკინინი, ტუჩაშვილი, გაბროშვილი, გაგოშვილი, ნუცუბიძე, აფციაური (ბაირამაშვილი 41), ღვინჯილია. (1-8) კაკოვინი (გურგენიძე 59), მეკოკიშვილი, ზაქაშვილი (ხარებავა 74), ჩიტიძე (აზალაძე 61), ცხადაძე, თხილაიშვილი, დარასელია (ბიწაძე 66), მაისურაძე.
ლ: გაგოშვილი. 3ს,გ: ნუცუბიძე
მსაჯი: ნოდარ რობიტაშვილი
ხარები-არმაზი 10:12
ხარები: ლ - ხუციშვილი. ს,გ - წიკლაური.
არმაზი: 2ლ - გიგაური, ჩხაიძე. გ - ნიკოლავა.
სინბინი: სოსელია.
ბათუმი-ჯიქები 17:22
ბათუმი: 2ლ - სვინტრაძე, ოდიშარია. 2გ,ს - ოდიშარია.
სინბინი: აბესლამიძე, სვინტრაძე
ჯიქები: 3ლ - მოგელაშვილი, კიკნაძე, ჯმუხაძე. 2გ,ს - გიორგაძე.
სინბინი: ოქრომელიძე, გიორგაძე.
ყოჩები-ლოკომოტივი 19:20
ყოჩები: ლ - ტყეშელიაძე. 4ს,გ - სოხაძე.
სინბინი: გრძელიშვილი, წიკლაური.
ლოკომოტივი: 2ლ - თხელიძე. 2ს,2გ - წიკლაური.
სინბინი: გენებაშვილი.
აკადემია-აია 17:23 - "აიას" აკადემიური გამარჯვება
სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ლელო 9 7 0 2 +111 33
2. ლოკომოტივი 9 7 0 2 +57 32
3. აია 9 7 0 2 +74 32
4. არმაზი 9 6 0 3 -2 26
5. არმია 9 5 1 3 +64 26
6. ჯიქები 9 4 2 3 +56 24
7. ყოჩები 9 4 1 4 +25 22
8. ხარები 9 1 0 8 -110 7
9. აკადემია 9 1 0 8 -127 7
10. ბათუმი 9 1 0 8 -148 6
გურამ დოლენჯაშვილის ფოტო
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"