"თიბისი თსუ"-ს ბანკმა დაფინანსება შეუწყვიტა

AutoSharing Option
საქართველოს სარაგბო ჩემპიონატი უაღრესად საინტერესოდ და დაძაბულად მიმდინარეობს.

უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში საუკეთესოა.

სეზონის წინ გათამაშების წესდებაში განხორციელებულმა ცვლილებამ კიდევ უფრო საინტერესო გახადა პირველი ლიგაც.

აქ გამარჯვებული ავტომატურად იღებს უმაღლესი ლიგის საგზურს, მეორეადგილოსანი კი პლეი ოფში უპირისპირდება უმაღლესი ლიგის მეცხრეადგილოსანს.

2014 წელს განსაცდელით შეხვდა პირველი ლიგის აღმოსავლეთ ჯგუფის უპირობო ლიდერი "თიბისი თსუ". არადა, ლაშა თავბერიძის გაწვრთნილმა გუნდმა "ერთი ამოსუნთქვით" განვლო გათამაშების პირველი ეტაპი.

გასულ 12 ტურში ყველა შეხვედრა მოიგო, 8 მატჩში პრემიალური ქულის აღება მოახერხა და
57 ქულით ერთპიროვნულად ლიდერობს გათამაშებას. ის 8 ქულით უსწრებს უახლოეს კონკურენტ თბილისის "დინამოს".

"თიბისი თსუ" პირველ ლიგაში ყველაზე სანახაობრივ რაგბის თამაშობს. ისინი შეტევაშიც შედეგიანები არიან (575 გატანილი ქულა) და ამასთან ერთად, საუკეთესო დაცვის დემონსტრირებასაც ახდენენ - განვლილ 12 ტურში მეტოქეთაგან მხოლოდ 79 ქულა მიიღეს.

მიუხედავად ასეთი წარმატებისა, პრობლემები მაინც მოზღვავდა.

გუნდის არსებობის ისტორია 2007 წლიდან იღებს სათავეს, როდესაც "თიბისი" ბანკმა გადაწყვიტა, საკუთარი რაგბის გუნდი შეექმნა. ხუთი წლის განმავლობაში მოყვარული მორაგბეებით დაკომპლექტებული კლუბი მეტ-ნაკლები წარმატებით ასპარეზობდა, თუმცა 2012 წლიდან სიტუაცია აბსოლუტურად შეიცვალა.

სამწვრთნელო შტაბი ახალგაზრდა მწვრთნელთა დუეტით (ლაშა თავბერიძე, ლადო კილასონია) შეიცვალა - დაფინანსებამ და პროფესიონალიზმმა იმატა, რამაც ახალი, ძლიერი სარაგბო გუნდის ჩამოყალიბებას დაუდო საფუძველი.

"თიბისი"-მ გასულ სეზონში იოლად მოიგო პირველი ლიგის გათამაშება, თუმცა უმაღლესი ლიგის საგზური მაინც ვერ ირგუნა. ის ორრაუნდიან ბრძოლაში დამარცხდა უმაღლესი ლიგის ბოლოადგილოსან თბილისის "ყოჩებთან".

კლუბმა მიმდინარე სეზონის დასაწყისში მოახერხა მოთამაშეთა ძირითადი ბირთვის შენარჩუნება და კვლავინდებურად ლიდერობს გათამაშებაში, თუმცა გადამწყვეტი ეტაპის წინ, როდესაც უკანასკნელი ნაბიჯია გადასადგმელი და უმაღლესი ლიგის საგზური უკვე ნათლად ჩანს - გუნდის მთავარმა ფინანსურმა დონორმა "თიბისი ბანკმა" უარი განაცხადა დაფინანსებაზე და კლუბი ბედის ანაბარად დატოვა.

რეალურად, გუნდი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელსაც ატარებს, თუმცა უმაღლესი საგანმანათლებლო ორგანოსაგან ჯერჯერობით არანაირი მხარდაჭერა არ იგრძნობა, არც მორალური და მით უმეტეს, არც ფინანსური.

ორიოდე თვის წინათ, როდესაც საქართველოს რაგბის კავშირის წარმომადგენლები სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან შესახვედრად იმყოფებოდნენ, სტუდენტებს ელემენტარული ინფორმაციაც არ ჰქონდათ იმასთან დაკავშირებით, რომ მათ უნივერსიტეტს სარაგბო გუნდი ჰყავს.

გულდასაწყვეტი და მტკივნეულია "თიბისი ბანკის" მიერ წამოწყებული პატრიოტული საქმის გადამწყვეტ ფაზაში მიტოვება, მაშინ, როდესაც გუნდს რეალურად გააჩნია მშვენიერი შანსი, მოიპოვოს უმაღლესი ლიგის საგზური და მომავალი სეზონიდან ყველა მეტოქისთვის ანგარიშგასაწევ ძალად იქცეს.

მიუხედავად გაჭირვებისა, პირველი ლიგის მოგებისთვის დაგეშილი გუნდი კვლავინდებურად განაგრძობს წვრთნას, მოთამაშეთა უმეტესობას ხშირად ვარჯიშზე სასიარულოდ ფინანსური სახსრებიც არ გააჩნია, თუმცა მუხლჩაუხრელ შრომას და მონდომებას ყოველთვის მოაქვს შედეგი.

იმედია, არც "თიბისი თსუ"-ს შემთხვევა იქნება გამონაკლისი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 15 /
მე ქართული რაგბის და ზოგადად ქართული სპორტის ძალიან დიდი გულშემატკივარი ვარ და ყურადღებით ვადევნებ თვალს სპორტის ყველა სახეობაში მიმდინარე პროცესევს და ძალიან კარგად ვივი სად რა ხდება.
გეთანხმებით, რობ ვითიბი ბანკი აფინანსებს ლოკომოტივს და ეს კარგია, მაგრამ როცა მე ვწერ აბსოლუტურ გულგრილობას, თუ დაკვირვებით წაიკითხავთ ჩემს პირველ შეტყობინებას, მიხვდებით თუ რას ვგულისხმობ. იმ კოლოსალური მოგებიდან, რაც აქვთ საქართველოში მოღვაწე ბანკებს და ამ შემთხვევაში ვითიბი ბანკს, მათ მიერ დახარჯული თანხა წვეთია ოთხივე ოკეანეში ერთად გაერთიანებული და არა ზღვაში. ყველა ბანკმა ერთად ქართულ სპორტში (ყველა სახეობაში ერთად) ყოველწლიურად 100 მილიონი აშშ დოლარი მაინც რომ დახარჯოს (ანუ აჩუქოს ქართულ სპორტს), მერწმუნეთ სპორტის ისეთ სახეობებში მოვიპოვებთ მედლებს, რომლებიც ამ ეტაპზე ჩვენთვის უცხო ხილია, აღარაფერს ვამბობ სპორტის იმ სახეობებზე, რომლებიც ჩვენთვის ტრადიციული და პრიორიტეტულია (ძიუდო, ჭიდაობა, კალათბურთი, ძალოსნობა და ასე შემდეგ). ფეხბურთზე არაფერს არ ვამბობ, რადგან მას ეს თანხა ცალკე უნდა. წელიწადში 100 მილიონი დოლარი საქართველოში მოღვაწე წამყვანი თუ ცნობილი ბანკების შესაძლებლობებისათვის კი ნამდვილად არაფერს არ წარმოადგენს. აი ამას ვგულისხმობ მე აბსოლუტურ გულგრილობაში.
პატივისცემით, "აბსოლუტური გულგრილობა"-73
giorgig83–ს
09 იანვარი 2014 15:27
0
tbc-tsu -ს წარმატებები ბიჭებო, ნებისმიერის აღმასვლა მხოლოდ საერთო საქმეს წაადგება!!!
GiorgiG83
09 იანვარი 2014 14:52
0
აბსოლუტური გულგრილობა -ს

მე ნამდვილად არ ვაპირებ საბანკო სექტორის ანდაც სახელმწიფო ორგანეობის სპორტისადმი (განსაკუთრებით რაგბისადმი) დამოკიდებულება რაიმე ფორმით გავამართლო ან შევალამაზო, მარგამ...

არ გეთანხმები, რადგან არის გამონაკლისი - წლებია ლოკომოტივის გულშემატკივარი ვარ და ამ კლუბს ბოლო 3 თუ 4 წელიწადია ვითიბი ასპონსორებს - ეს ფაქტი დანამდვილებით ვიცი რადგან საკმაოზე მეტი შეხება მაქვს ამ კლუბთან, თუმცა 100 % ით გეთანხმები რომ ეს და ასეთი ალბათ კიდევ 1-2 შემთხვევა არ არის საკმარისი ასევე ვითიბი ასპონსორებს ბავშვთა სარაგბო გუნდს

100 % ით გეთანხმები რომ ვითიბიზე უფრო მდიდარი ბანკები (საქ ბანკი, თიბისი) ასევე რომ 2-2 გუნდს ასპონსორებდნენ და სხვებიც მინიმუმ თითო გუნდს უკეთესი იქნებოდა

ასე ხელის ერთი მოსმით არ ვისაუბროთ - სიმართლე არ უნდა დაიმალოს :)

თუმცა თიბისის ამ ფაქმა ძალიან გამწყვიტა გული, დიდი ანტი რეკლამა გამოუვიდათ
giorgig83
09 იანვარი 2014 14:44
0
mainc avalt umagles ligashi
tbc-tsu
09 იანვარი 2014 13:47
0
საქართველოში არსებული ყველა ბანკი აბსოლუტურად გულგრილია ქვეყნის განვითარებისა და გაძლიერების მიმართ. ყველა მათგანი სხვადასხვა ევროპული და მსოფლიო საფინანსო თუ საბანკო ორგანიზაციებისაგან ძალიან მინიმალურ წლიურ პროცენტად იღებენ კოლოსალურ სესხებს, აქ კი მაქსიმალურად დიდ საპროცენტო განაკვეთება აწესებენ მოსახლეობისათვის და აქვთ უზარმაზარი მოგება. მიუხედავად ამისა არცერთი მათგანი არ აფინანსებს თუნდაც შეღავათიანი პირობებით სოფლის მეურნეობას (რომელიც ეკონომიკის მთავარი დარგია, რადგან ჯერ კუჭია ყველაფერი და მერე სხვა დანარჩენი), განათლებას და სპორტს, სპონსორობაზე ხომ საერთოდ ზედმეტია საუბარი. საქართველოს არცერთი ბანკი არ ემსახურება ქვეყნის და ერის განვითარებას და გამრავლებას!!!
აბსოლუტური გულგრილობა
09 იანვარი 2014 12:40
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული