ანკორიჯში ზამთარში ტემპერატურა -40 გრადუსს აღწევს, რაც ოვალური ბურთის მოთამაშეებს ხელს სულაც არ უშლის.
აშშ-ის ყველაზე შორეულ შტატში რაგბი ჯასტინ გრინის წყალობით გაჩნდა. დაახლოებით 10 წელი გრინმა ინგლისში გაატარა. ბავშვობაში მას პირველი შეხება ჰქონდა რაგბისთან და როცა სამშობლოში დაბრუნდა, საყვარელი სპორტის სახეობა ძალიან ენატრებოდა.
გარკვეული პერიოდის შემდეგ ალიასკაში კლასიკური რაგბის 5 გუნდი შეიქმნა, რომლებიც სამოყვარულო დონეზე თამაშობდნენ, თუმცა გუნდებს ასპარეზობისთვის ადგილი არ ჰქონდათ. ჯასტინი კი მშენებლობით იყო
გრინმა ანკორიჯის სამთო ადგილას სარაგბო კომპლექსის შექმნაში ფული ჩადო, რის შემდეგ ბაზას "ანკორიჯ მაუნთინ გრაუნდი" დაერქვა.
რაგბის ენთუზიასტმა შტატში ოვალური ბურთით თამაშის პოპულარიზაციის გამო საკუთარი სახლის უკანა ეზოში ოცნების მოედანი ააშენა. მოედნის გარდა, კომპლექსში შედის ბარი "მესამე ტაიმისთვის", სათამაშო და სატრენაჟორო დარბაზი.
ახლა ჯასტინ გრინის მთავარი ოცნება "ოლ ბლექსისა" და "ბარბაროსების" მატჩის ალიასკაზე გამართვაა. გრინი უკვე იყო ჩასული ახალ ზელანდიაში და ლეგენდარული რიჩი მაკკოუ გაიცნო.
ჯასტინმა ერთი ოცნება აისრულა და არ გაჩერდება, სანამ შემდეგსაც არ აისრულებს.
მომზადებულია rugger.info-ს მიხედვით