ბათუმური გუნდი წლეულს საკმაოდ სოლიდურად გამოიყურება და გამორიცხული არ არის, ჩემპიონობის ერთ-ერთ მთავარ პრეტენდენტად მოგვევლინოს. საშინაო არენაზე ამ გუნდის დამარცხება ურთულესი საქმეა და რუსთაველებს სერიოზული ბრძოლა მოუწევთ. "ხარების" მდგომარეობას ისიც ართულებს, რომ მათი რამდენიმე წამყვანი მორაგბე დისკვალიფიცირებულია. პირველ წრეში რუსთაველებმა შინ 15:18 წააგეს და რევანში აქვთ ასაღები.
საინტერესო იქნება თბილისის "ლოკომოტივისა" და ქუთაისის "აიას" მატჩი.
ცხადია, პოზიციის დათმობას არც "ლოკომოტივი" აპირებს. თუმცა ამ გუნდიდან ორი მორაგბე ეროვნულ გუნდშია გამოძახებული, რაც მის თამაშზე, სავარაუდოდ, გავლენას იქონიებს. შეგახსენებთ, რომ პირველ წრეში "რკინიგზელებმა" მეტოქის სტუმრად დამარცხება შეძლეს - 9:6.
შეუპოვარი ბრძოლაა მოსალოდნელი "არმიასა" და გორის "ჯიქის" დაპირისპირებაში. ეს გუნდები სატურნირო ცხრილში მეზობლები არიან. გორული გუნდი არმიელებს ერთი ქულით ჩამორჩება და გამარჯვების შემთხვევაში, საპლეიოფო ზონას დაუახლოვდება.
მგეზავ ლაშა ხმალაძის გარეშე ითამაშებს თბილისის "არმაზის" წინააღმდეგ საქართველოს ჩემპიონი თბილისის "ლელო". შესაბამისად, მატჩი კიდევ უფრო საინტერესო იქნება, რადგან, თამამად შეიძლება ითქვას, რომ "ქოქოსა" გუნდისთვის დიდი ძალაა.
საქართველოს ჩემპიონატი
XIII ტური
ბათუმი-ხარები, ლოკომოტივი-აია, არმია-ჯიქი, თიბისი-ყოჩები, ლელო-არმაზი.
სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ყოჩები 12 10 1 1 +113 44
2. ბათუმი 12 7 1 4 +70 35
3. ლელო 12 7 2 3 +72 34
4. ხარები 12 6 2 4 +34 30
5. ლოკომოტივი 12 5 1 6 +16 28
6. აია 12 6 0 6 +7 28
7. არმაზი 12 5 1 6 -28 24
8. არმია 12 4 1 7 -66 21
9. ჯიქი 12 4 1 7 -30 20
10. თიბიესი 12 1 0 11 -188 7
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"