მეორე ეტაპის შეხვედრები თბილისში, ვარკეთილის მეურნეობის სტადიონზე გაიმართა. შეჯიბრებაში ათი გუნდი ჩაება. ასპარეზობაზე უარი განაცხადეს თბილისურმა გუნდებმა "ლელომ" და "ლოკომოტივმა", რომლებმაც 14 ივლისს სქართველოს თასის ფინალში ითამაშეს. ასევე რუსთავის "ხარებმა", გორის "თსუ\ლომებმა" და თბილისის "არმაზმა".
აღსანიშნავია, რომ ათი გუნდიდან ხუთი რეგიონებისა იყო - "აია" (ქუთაისი),
ჯგუფურ ეტაპზე მომავალმა ფინალისტებმა "აიამ" და "ბათუმი XV"-მ ყველა შეხვედრა მოიგეს. ნახვარფინალში კი საქართველოს ჩემპიონატის ლიდერებმა თანაქალაქელ პირველლიგელ "ბაგრატს" მოუგეს - 24:12. ზღვისპირელებს კი პირველი ეტაპის გამარჯვებულის "ვისოლი\ყოჩების" დამარცხება არ გასჭირვებიათ - 22:5.
ფინალი საკმაოდ საინტერესო და დაძაბული გამოდგა. თამაში "აიას" უპირატესობით დაიწყო და ანგარიში ცხრა ნომერმა ლევან გოგიამ გახსნა. გარდასახვა გუნდის მოთამაშე მწვრთნელმა ბესიკ ხამაშურიძემ დაარტყა ზუსტად - 7:0. ტაიმის შუაწელში ბათუმელებმა კარგი კონტრშეტევა განახორციელეს და ანგარიშის გათანაბრება მოახერხეს, თუმცა საქართველოს ნაკრების გარემარბმა ირაკლი ჩხიკვაძემ ქუთათურები ისევ დააწინაურა, გარდასხვა ამჯერადაც "ანტილოპამ" გაიტანა - 14:7, ასე დასრულდა პირველი ტაიმი.
მეორე ტაიმში ბათუმელი მორაგბეები საგრძნობლად გააქტიურდნენ. მალე მათ შორის ყველაზე გამოცდილმა, გოჩა ხონელიძემ თავისივე წამოწყებული სალელოვე კონტრშეტევა კარის ძელებს შორის დაასრულა. გარდასახვაც თვითონ დაარტყა - 14:14.
თამაში უკიდურესად დაიძაბა. საქმეს ისეთი პირი უჩანდა, ვინც მორიგ ლელოს გაიტანდა, გამარჯვებაც მას დარჩებოდა. ასეც მოხდა.
მატჩის ბოლო წუთზე "აიამ" შეტევა მოედნის საკუთარი ნახევრიდან წამოიწყო. იერიშში მთელმა გუნდმა მიიღო მონაწილეობა. მეტოქის ლელოდან ათიოდ მეტრში ქუთაისელმა მორაგბეებმა საჯარიმოს დარტყმის უფლება მიიღეს. ხამაშურიძემ ბურთი სწრაფად გაათამაშა და გელა შალამბერიძეს გადააწოდა. მისი შეჩერება ბათუმელებმა ზედ ლელოს ხაზთან შეძლეს. რაკიდან ბურთი მარჯვნივ, გრძელ ფრთაზე თითქმის უყურადღებოდ მიტოვებულ ზურაბ გოგლიჩიძეს გაუტანეს, რომელმაც გამარჯვების მომტანი ლელო მიითვალა. ხამაშურიძემ ესეც გარდასახა და საბოლოო ანგარიში - 21:14 დააფიქსირა.
საქართველოს ჩემპიონატი
A ჯგუფი: აია-ხულიგანა 14:7, ვისოლი/ყოჩები-რაინდები 40:5, აია-დევები 47:7, ხულიგანა-რაინდები 33:0, აია-ვისოლი\ყოჩები 12:10, ხულიგანა-დევები 22:0, აია-რაინდები 52:0, ვისოლი\ყოჩები-ხულიგანა 19:17, რაინდები-დევები 7:12.
სატურნირო მდგომარეობა
აია - 8 ქულა, ვისოლი\ყოჩები - 6, ხულიგანა - 4, დევები - 2, რაინდები - 0.
B ჯგუფი: ბათუმი XV-არწივები 43:0, ბაგრატი-აკადემია 19:7, ბათუმი XV-ივერია 42:0, აკადემია-არწივები 31:7, ბაგრატი-ივერია 35:0, ბათუმი XV-აკადემია 28:5, ბაგრატი-ოზურგეთი 33:0, ბათუმი XV-ბაგრატი 7:0.
სატურნირო მდგომარეობა
ბათუმი XV - 8 ქულა, ბაგრატი - 6, აკადემია - 4, არწივები - 2, ივერია - 0
V ადგილისთვის, ნახევარფინალი
ხულიგანა-არწივები 19:7, დევები-აკადემია 7:38
I ადგილისთვის. ნახევარფინალი
აია-ბაგრატი 24:12, ბათუმი XV-ვისოლი\ყოჩები 22:5
IX ადგილისთვის
რაინდები-ივერია (არ გამოცხადდა)
VII ადგილისთვის
არწივები-დევები 7:26
V ადგილისთვის
ხულიგანა-აკადემია 7:5
III ადგილისთვის
ვისოლი\ყოჩები-ბაგრატი 7:0
ფინალი
აია-ბათუმი XV 21:14
საბოლო მდგომარეობა
1. აია, 2. ბათუმი XV, 3. ვისოლი\ყოჩები, 4. ბაგრატი, 5. ხულიგანა, 6. აკადემია, 7. დევები, 8. არწივები, 9. რაინდები, 10. ივერია