"ბორჯღალოსნებმა" პირველი ტაიმი ანგარიშით 21:6 მოიგეს.
ქართველმა მორაგბეებმა დაწინაურება მალევე მე-3 წუთზე ლამაზი კომბინაციით გიორგი კოშაძის ლელოთი შეძლეს. მერაბ კვირიკაშვილმა უპრობლემოდ გარდასახა - 7:0.
მე-8 წუთზე სტუმრებმა ჯარიმა ზუსტად შეასრულეს და სხვაობა შეამცირეს - 7:3.
მე-17 წუთზე ამჯერად უკვე ლელო გიორგი ფრუიძემ მიითვალა. კვირიკაშვილმა საკმაოდ მახვილი კუთხიდან გარდასახა და ანგარიში 14:3 გახდა.
28-ე წუთზე გერმანელებმა ჯარიმა ზუსტად შეასრულეს - 14:6. უკვე 29-ე წუთზე კი კოშაძემ
47-ე წუთზე გიორგი თხილაიშვილმა გამოიყენა თავისი შანსი და ლელო მიითვალა. 56-ე წუთზე კი ლელო ბექა გორგაძემ დადო. 64-ე წუთზე კი გორგაძემ მეორე ლელოც ჩაიწერა ანგარიშზე.
სამწუხაროდ კვირიკაშვილის სამივე გარდასახვა არ აღმოჩნდა ზუსტი. პირველის შემთხვევაში ბურთი მარჯვენა ძელს მოხვდა.
68-ე წუთზე კი თხილაიშვილმა უკვე მეორე ლელო გაიფორმა, კვირკაშვილმა კი გარდასახვა ამჯერად ზუსტად შეასრულა და ანგარიში 43:6 გახადა.
ბოლო წუთზე კი ლელოს დადება საქართველოს ნაკრების კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ შეძლო, რასაც ასევე ზუსტი გარდასახვა მოჰყვა და საბოლოოდ "ბორჯღალოსნებმა" ანგარიშით 50:6 გაიმარჯვეს.
ამ გამარჯვებით ჩვენმა ნაკრებმა ბონუს ქულა აიღო და სატურნირო ცხრილში 10 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება.
შეგახსენებთ, რომ "რაგბი ევროპის ჩემპიონატის" მორიგ მატჩს საქართველოს მორაგბეთა ნაკრები სტუმრად ესპანეთთან 4 მარტს ჩაატარებს.
ფოტო: rugby.ge
2 შენიშვნა. მესხის და რუსთავის სტადიონებზე სკამები ისეთი დასვრილი იყო, რომ შარვალი და ქურთუკი გადასაგდები მაქვს. კავშირმა მოთხოვოს სტადიონის ადმინისტრაციას სუფთა სკამები დაახვედროს მაყურებელს. 10 ლარს რაში ვიხდით?
ჩვენი ნაკრების კვართზე ნომრები არ ჩანს. ან შავად დააწერეთ ან თეთრად.