Daily Mail: ივანიშვილი ექვს ერში საქართველოს მიღებისთვის წელიწადში 10 მლნ ევროს იხდის

AutoSharing Option
ბრიტანული Daily Mail-ის ინფორმაციით, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი მზად არის, ქართული რაგბის განაცხადი ექვსი ერის პირველობაზე ფინანსურად უზრუნველყოს.

"მისი სასახლე სამხრეთ თბილისის შემაღლებულ ადგილას ლითონისა და მინისგან არის აშენებული. ის ჯეიმს ბონდის ვილას წააგავს. ზღვის მარილით მარაგდება მისი დიდი აკვარიუმი. აქ არის გამოფენილი მილიარდ დოლარად შეფასებული ხელოვნების ნიმუშები. სასახლის პატრონს ფარშევანგები, პინგვინები და ზებრები ჰყავს. "მსოფლიოში 8 სახის ფარშევანგი არსებობს და მე ყველა მყავს", - ამაყად აცხადებს იგი.

წლების განმავლობაში ბევრმა არც იცოდა, როგორ გამოიყურებოდა ამ რეზიდენციის პატრონი,
თუმცა ის უკვე აფინანსებდა ქართულ თეატრსა და ქართულ რაგბის.

2011 წელს ის ყურადღების ცენტრში მოექცა, წარმატებულად მოიგო საარჩევნო კამპანია და გახდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი. მას მოლაპარაკებები ჰქონდა დევიდ კამერონთან და ბარაქ ობამასთან. ახლა კი ქართველი მილიარდერი დააფინანსებს ქართულ კამპანიას, რომლის მიზანია ნაკრებმა ექვს ერში ითამაშოს", - ასე ახასიათებს გამოცემა ბიძინა ივანიშვილს.

ნაკრების თავკაცმა მილტონ ჰეიგმა შემდეგი განუცხადა "დეილი მეილს":

"ჩვენ ვაპირებთ, საქართველოში მოვიწვიოთ ექვსი ერის შეფი ჯონ ფიენი და არა მარტო ის. ჩვენ მათთან საუბრის საშუალება არასოდეს გვქონია. რა არის საჭირო ტურნირზე მოსახვედრად, სარაგბო დონის მომატება თუ ფინანსური უზრუნველყოფა? ჩვენ ორივე შეგვიძლია.

Sportall.Ge
ქართული რაგბი "დეილი მეილის" მიხედვით

გვითხარით, რა არის ამის ფასი? თუ ეს 10 მილიონი ევროა წელიწადში, გვითხარით და გვეცოდინება, რატომ არ ვართ ექვს ერზე. მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ 10 მილიონს წელიწადში აუცილებლად ვიშოვით.

როცა აქ მოვედი 2011 წელს, ნაკრები მაისურების სპონსორისგან 10 ათას დოლარს იღებდა, ახლა კი ეს თანხა 300 ათასის ტოლფასია. მსოფლიოში მხოლოდ ორი ქვეყანაა, სადაც რაგბი ეროვნული სახეობაა - ახალი ზელანდია და უელსი. საქართველო არც ისე შორსაა.

მოგვეცით შანსი და თუ ყოველ მატჩში 40-40 ქულით დავმარცხდებით, დავუბრუნდებით ჩვენს ადგილს".
მკითხველის კომენტარები / 143 /
არიქა დაახვავეთ ყველაფერი ბიძინას, ნომერ პირველ მტრად და ქვეყნის მხრელად გამოიყვანეთ თქვე უნამუსოებო. რამდენი მილიონერი ყავს საქართველოს... იმათ რატო არ იხსენებთ. აი იმათ მოსთხოვეთ ქვეყნის აშენება, კაპიკს რო ვერ გააგდებინებთ.
aka
21 თებერვალი 2017 10:38
0
ღმერთმა ქნას ასე იყოს, მაგრამ ახალი აფერა უფრო მგონია ხალხის გულის მოსაგებად..ნეტა ვცდებოდე..
ragbi olweis
21 თებერვალი 2017 09:52
0
და კიდევ, სიმართლე გითხრათ არ მგონია რაგბის 6 ერში შესვლა რეალურად რაგბის კავშირს აწყობდეს! რამეთუ, ამჯერად სპორტის ეს სახეობა ჩვენს ქვეყანაში რის გამოც უყვართ ყველა ბერკეტს უცებ დაკარგაქვს! პირველი რაღაცაში გამარჯვებას დანატრებული ხალხი, რომ მიდის სტადიონზე და უკან დადებითი მუხტით ბრუნდება ეგ სანატრელი გახდება და მეორე რუსეთს იქ აღარ შევხვდებით და რუსეთზე დაგეშილი ხალხს ამ დიდ ნეტარებასაც დაუკარგავთ! შედეგად რაგბი გახდება ისეთივე როგორიც არის წყალბურთი და დაიწყება მერე სასაცილო ქართული კომენტარები, რა დაგვემართა ამ რაგბშიც ვეღარ ვიგებთო ))) ეჰ სიბნელეა რო ღუპავს ჩვენს ქვეყანას!
vato
21 თებერვალი 2017 02:59
0
ჯერ გააკეთოს და მერე ვილაპარაკოთ! ბიძინამ რაც გააკეთა ასი იმდენი უკან ამოიღო! ეს კაცი ყველაფერს ბიზნესის თვალით უყურებს და თუ საქმისგან თავის სარგებელს ვერ ხედავს კაპიკსაც ვერავინ გააგდებინებს! ნუ იქნებით ბნელები და ბრბო! ბიძინა ქველმოქმედი და მამულიშვილი არა ფლავი!
vato
21 თებერვალი 2017 02:54
0
ივანიშვილმა არჩევნების წინ რასაც დაგპირდათ(მაგ.უფასო ფული.საუკეტესო Mე-4 წელი და სხვა)ის არ შეგისრულათ და ეს 10 მილიონიანი რაგბის დაფინანსება --მას ჯერ არ უთქვამს(ჰეიგმა თქვა,ბიძინამ თქვაო)და რატომ გგონიათ ,რომ ამას შეგისრულებთ. რაგბის დაფინანსებას ისე ქვეყნის(ეკონომიკის)აშენება სჯობია და მერე ყველაფერს ეშველება,თორემ როდემდე ვიყოთ მამა-მარჩენლის იმედად?
mamulo
21 თებერვალი 2017 02:39
0
Daily Mail -ის ლინკი სად არის? ისემც გაგიკდათ ეგ პიარშიკი თავი
ირაკლი
21 თებერვალი 2017 02:32
0
რაგბი კარგია ბატონო ბიძინა, მაგრამ ქვეყანას ვინ მიხედავს? არაფრის მაქნისი და კორუმპირებული პოლიტოკოსები, მაფიოზი და რეკეტიორი მოსამართლეები აჩანაგებენ ქვეყანას! მაგ. მოსამართლე ვალერი ცერცვაძე ეფლის მაღაზიათა ქსელის აიტექნიკის მფლობელია და დააწიოკა კონკურენტები! ასევეა სიგარეტების კომპანია ფილიპ მორისის გარშემოც 92 მლნ ჯარიმა დაადო სასამართლომ!
შოთა
20 თებერვალი 2017 23:59
0
ფეხბურთის რა გითხრათ მაგრამ რაგბი ერთობის ,თანადგომის, ვაჟკაცობის და საყვარულის,.. ზნეობის გაღვიძების სპორტია, რაც ასე გვაკლია ბოლო წლებში ქართველებს. ასე რომ თუ ეს საქმე გამოვიდა ძალიან წაადგება ერის სულიერ სიჯანსაღეს. უფალი იყოს თქვენი შემწე ამ მამულიშვილურ საქმეში.
kaxa
20 თებერვალი 2017 23:33
0
mamulo-s
ქვეყანა დააქცია სააკაშვილკის რეჟიმმა, როდესაც სრულიად გაჩანაგდა ეკონომიკის რეალური, მწარმოებლური სექტორი, დაიკარგა ტერიტორიის 20-25%, დაინრგა სიძულვილი და გესლი. ხოლო, ქვეყანა, გეოსტრატეგიულად, პოლიტიკურად და ეკონომიკურად გამოუვალ ჩიხში აღმოჩნდა.
დაკვეთილ, ვითომ სოციოლოგიურ კვლევებს არ საჭიროებს ეს ფაქტი და დამდგარი რეალობა.
ადმინისტრაციას ვთხოვ ნუ დაბლოკავს, გმადლობთ.
KAKHABERI
20 თებერვალი 2017 22:42
0
ამ შემთხვევაში მივესალმები ბიძოს ნაბიჯს ! ამნაირად ფეხბურთსაც მიხედოს და ვარწმუნებ ბევრად მეტს ამოიღებს...
ბესო72
20 თებერვალი 2017 22:22
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული