Daily Mail: ივანიშვილი ექვს ერში საქართველოს მიღებისთვის წელიწადში 10 მლნ ევროს იხდის

AutoSharing Option
ბრიტანული Daily Mail-ის ინფორმაციით, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი მზად არის, ქართული რაგბის განაცხადი ექვსი ერის პირველობაზე ფინანსურად უზრუნველყოს.

"მისი სასახლე სამხრეთ თბილისის შემაღლებულ ადგილას ლითონისა და მინისგან არის აშენებული. ის ჯეიმს ბონდის ვილას წააგავს. ზღვის მარილით მარაგდება მისი დიდი აკვარიუმი. აქ არის გამოფენილი მილიარდ დოლარად შეფასებული ხელოვნების ნიმუშები. სასახლის პატრონს ფარშევანგები, პინგვინები და ზებრები ჰყავს. "მსოფლიოში 8 სახის ფარშევანგი არსებობს და მე ყველა მყავს", - ამაყად აცხადებს იგი.

წლების განმავლობაში ბევრმა არც იცოდა, როგორ გამოიყურებოდა ამ რეზიდენციის პატრონი,
თუმცა ის უკვე აფინანსებდა ქართულ თეატრსა და ქართულ რაგბის.

2011 წელს ის ყურადღების ცენტრში მოექცა, წარმატებულად მოიგო საარჩევნო კამპანია და გახდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი. მას მოლაპარაკებები ჰქონდა დევიდ კამერონთან და ბარაქ ობამასთან. ახლა კი ქართველი მილიარდერი დააფინანსებს ქართულ კამპანიას, რომლის მიზანია ნაკრებმა ექვს ერში ითამაშოს", - ასე ახასიათებს გამოცემა ბიძინა ივანიშვილს.

ნაკრების თავკაცმა მილტონ ჰეიგმა შემდეგი განუცხადა "დეილი მეილს":

"ჩვენ ვაპირებთ, საქართველოში მოვიწვიოთ ექვსი ერის შეფი ჯონ ფიენი და არა მარტო ის. ჩვენ მათთან საუბრის საშუალება არასოდეს გვქონია. რა არის საჭირო ტურნირზე მოსახვედრად, სარაგბო დონის მომატება თუ ფინანსური უზრუნველყოფა? ჩვენ ორივე შეგვიძლია.

Sportall.Ge
ქართული რაგბი "დეილი მეილის" მიხედვით

გვითხარით, რა არის ამის ფასი? თუ ეს 10 მილიონი ევროა წელიწადში, გვითხარით და გვეცოდინება, რატომ არ ვართ ექვს ერზე. მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ 10 მილიონს წელიწადში აუცილებლად ვიშოვით.

როცა აქ მოვედი 2011 წელს, ნაკრები მაისურების სპონსორისგან 10 ათას დოლარს იღებდა, ახლა კი ეს თანხა 300 ათასის ტოლფასია. მსოფლიოში მხოლოდ ორი ქვეყანაა, სადაც რაგბი ეროვნული სახეობაა - ახალი ზელანდია და უელსი. საქართველო არც ისე შორსაა.

მოგვეცით შანსი და თუ ყოველ მატჩში 40-40 ქულით დავმარცხდებით, დავუბრუნდებით ჩვენს ადგილს".
მკითხველის კომენტარები / 143 /
პატრიარქზე და ეკლესიაზე მაინც ნუ ლაპარაკობთ. რაღაცის შეგრცხვეთ. თქვენ ცოდვებს მაინც ნუ აბრალებთ სხვებს.
dato-s
21 თებერვალი 2017 15:51
0
პატრიარქის სანახავად რატო არ ჩავიდა თქვენი მხსნელი? ალბათ პატრირქზე მაგლა აკენებს თავს ხალხის დამბოლებელი ნახნახევარა
guga
21 თებერვალი 2017 15:44
0
საყდრისი გინახია საერთოდ? აყოლილხარ ვიღაც ჭორიკნებს. სხვათაშორის ის ოქროსმომპოვებელი რუსული ფირმაა და მიშამ შემოიყვანა.
guga-s
21 თებერვალი 2017 15:40
0
gugam da misnairebma jer saqrTvelosTvis imis measedi gaaketon rac biZinas gauketebia da mere ilaparakon saerTod
giorgi
21 თებერვალი 2017 15:33
0
ქუტაისელებს არგეკადრებათ ესეთი გადარევა კაცზე რომელიც პატრიარქსაც არაპრად აგდებს და ერთი კომენტარი არ გაუკეთებია
dato
21 თებერვალი 2017 15:31
0
ზურაბი
3 მილიონიან ქვეყანაშ რომ 1 200 000 სოციალურად დაუცველი გვყავს მაგიტოა ჩვენი საქმე კარგად. ამ 1 200 000-დან ბირჟავიკი და უსაქმურები გადათვალე და გამოარირჩიე და მერე ვილაპარაკოთ სოციალურად დაუცველებზე.
ხვისტანი
21 თებერვალი 2017 15:23
0
ადმინისტრაციას მივმართავ-დაამატეთ საიტს ლაიქის და დისლაიქის ფუნქციები და თვითონ მოახდენს ყველა საკუთარი ანალიზის შეფასებას
ხვისტანი
21 თებერვალი 2017 15:22
0
ყველა იმას ვიმსახურებთ რაც გვაქ. გამოვიდა კაცი და თქვა რომ ფულს დებს რაგბში. ვსოოო მეტი არაფერი უთქვამს. ვინ ხართ თქვენ ნაცების მონა მორჩლნო ანალიზს რო უკეეთებთ ამ ამბავს. ან რა კომპეტენციით უკეთებთ ანალიზს. ვინც დგახართ და ვიღაცეებს აძაგებთ ადექით და ყველამ საკუტარ ბიოგრაფიას გადახედეთ. შეხედეთ თქვენს ცოდნას, ტქვენს კომპეტენციას, თქვენს მიერ შექმნილს რამეს და მერე გააკეთეთ ანალიზი გნებავთ საკუტარ თავზე და გნებავთ დანარჩენზე. კაცი გამოვიდა და თქვა ფულს ვდებ რაგბშიო-მეტი არაფერი. თქვენ დაუწყეთ "სატკაობა". თუ დააკვირდებით ისე ნაცების აბსოლუტური უმრავლესობა "ბოღმანიუსის" (რუსთავი 2-ს ვგულისხმობ) თამადობით სულ "სატკაობა" ნაროდი ხართ. ხოდა ასე იყავით კაცო მარა ნუ ანთხევთ ამ ბოღმას ამყრალდა ეს ქვეყანა და ვისაც შეგტკივათ მიშიკოზე გული გზა დამილოცნია. გაჰყევით უკან იქ სადაც იქაა და იყავით მასთან ერთად "პოლიხრონიონ". შეაფასეთ მხოლოდ ფაქტი და თუ ფაქტი არ მოგეწონებათ მაშინ თქვით რო რა ცუდია რაგბში რო ფული იდებაო, მარა ანალიზი გააკეთეთ ფაქტებზე დაყრდნობით და არა იმ ანალლიზზის უნარით რიტაც ნაცები იყვნენ ცნობილნი. ბაბუაჩემი არც ბუჩქებში გორაობდა, არც კარიკატურურული კაცი იყო, არც ქინძი და არც ჩარეცხილი ხოდა თუ ვინმეს არასრულფასოვნების კომპლექსებით გაჟრენთილი მიშიკო გენატრებათ საკუთარი ნაცხროვით წაბრძანდით ამ ქვეყნიდან-გზა დამილოცნია მათთან ერთად არ ვიგინები, უბრალოდ მიეცით ქვეყანას ამოსუნთქვის საშუალება.
xvistani
21 თებერვალი 2017 15:19
0
ქუთაისი გეკო ტენვა სირცხვილია
guga
21 თებერვალი 2017 15:17
0
ბოღმიანი შურიანი უმადური და დაუნახავი ქართველებში ყოველთვის იყო და იქნება ესეთები ყველა ერშია ეგეთი ხალხი როარიყოს ზოგადად არც კაცკვლა იქნებოდა და არც სხვა კრიმინალი ასე რო ვიღაცას არ მოსწონს მისი აშენებული არაფელი რადგან მისი ბელადი მიხოა და მორჩა ესეთებიც არიან და უფრო უარესებიც მთავარია აკეთოს ის რაც ქართულ რაგბს წაადგება და რასაც აქამდე აკეთებდა რომელი უბრალო ადამიანი დააფინანსაო ამას რო კაცი იტყვის იმას რაუნდა მოთხოვო და რომელი კიარა რამდენი ერთი დასაქმდა იმ აკადემიებში ამ კაცმა რო ააშენა რამდენი უბრალო ოჯახისშვილი დადის იქ და უვლიან ეს თურმე არაფელი კაცო აი თუ ვინმე ბეყე პოლიტიკანს მილიონს ჩაუდებს ჯიბეში მაშვინ კარგი კაცი ხარ.მე მესმის ნაცების გაღიზიანება ქართველი რაგბისტების მიმართაც რადგან ისინი არ აქებენ და ადიდებენ მათ ბელადს ამიტომაც ექცევიან ამ სექტის კრიტიკის ქარცეცხლში. იდეალური არავინ არის დედამიწაზე მაგრამ ყველაფერი შედარებითია როცა ქართულ სპორტს ეხება საქმე და მითუმეტეს რაგს აქ ყოფილი ხელისუფლების და სხვა პოლიტიკანების და მათი მრევლის გნიასი უადგილო და სასაცილოა. .მე მჯერა რო უახლოეს სამ წელიწადში ქართული რაგბი 6 ერის კარს შეაღებს და ამ საქმეში ამ კაცის დამსახურებაც მნიშვნელოვანი იქნება.
qutaiseli
21 თებერვალი 2017 15:05
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული