გოჩა სვანიძე: ვერ დაველოდებით, როდის გამოიჩენს "ექვსი ერი" კეთილ ნებას...

AutoSharing Option
საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში "ექვს ერში" "ბორჯღალოსნების" გაწევრიანების პრესპექტივასა და იტალიასთან შესაძლო დაპირისპირებაზე ისაუბრა.

- გულშემატკივრისგან სულ გვესმის, იტალიასთან რომ გვათამაშა, დავუმტკიცებთ, მათზე მეტად რომ ვიმსახურებთ "ექვს ერში" თამაშსო...
- იტალიასთან მოგება ასე იოლი არ იქნება, მაგრამ საინტერესო თამაში რომ გამოვა, ეჭვი არ მეპარება. არა მხოლოდ იტალიასთან, პირველი დონის ქვეყნების ნაკრებებთან სათამაშოდაც, მზად ვართ იმისთვის, რომ თამაშისას სტატისტების როლში არ ვიყოთ და საჭირო გამოცდილება დავაგროვოთ.

დარწმუნებული ვარ, მატჩი ყველა მათგანთან გაიმართება და ეს ძალიან
მნიშვნელოვანია - შენზე ძლიერ მეტოქეებთან თამაშის გარეშე დონეს როგორ აიმაღლებ? თუ მომდევნო წლებშიც მხოლოდ "რაგბი ევროპის" მოგება გვინდა და გამოცდილების დაგროვებას ისევ აქ ვაპირებთ, პროგრესის ნაცვლად უკან წავალთ.

ამ ეტაპზე ისიც კარგია, პირველი დონის ქვეყნებთან წელიწადში ერთხელ მაინც რომ გვათამაშებენ. მეორე ტესტიც თუ დაემატება, ამას რა აჯობებს...

- იტალია ოდესმე ხომ უნდა გვეთამაშოს? აქედანვე ცხადია, რომ საქართველოსთან შესახვედრად განსაკუთრებულად მოემზადებიან, რათა ყველას დაუმტკიცონ, "ექვს ერში" თამაშს სწორედაც ჩვენ ვიმსახურებთ­ და არა თქვენო!
- არა მხოლოდ იტალია მოემზადება გაორმაგებული მონდომებით, ბევრი სხვა ქვეყანაც. ეს ჩვეულებრივი ამბავია - მოწინავე ქვეყნებს ამბიცია არ აძლევს­ უფლებას, შეეგუონ, თითქოს მათთან სათამაშოდ მზად ხარ.

- "ექვსი ერის" აღმასრულებელმა დირექტორმა პირდაპირ თქვა, რომ ახალი გუნდებისთვის "ვაკანსიები არა აქვთ" და "საქართველომ 10-15 წელიწადი უნდა მოიცადოს...
- ვერ დაველოდებით, როდის გამოიჩენს კეთილ ნებას ევროპის მთავარი სარაგბო ტურნირი, ვეცდებით, სხვა გზა გამოვნახოთ...

იხილეთ სრული სტატია

რატი შელეგია
გაზეთი "კვირის პალიტრა"
მკითხველის კომენტარები / 14 /
არის ასეთი გამოთქმა "Первый парень на деревне". მე მგონია, სჯობს სადაც ვართ იქ ვიყოთ პირველები, ვიდრე "ექვს ერში" ბოლოები. ამან მომავალში შეიძლება დამარცხებულის ფსიქიკა ჩამოგვიყალიბოს, რაც დაემართა ქართულ ფეხბურთს.
pele
15:11 07-03-2017
0
jj-s-ს. მართალი ხარ, მაგრამ არც ესპანეთი იყო უძლიერესი შემადგენლობით. თქვეს კიდევაც. მათთვის ჩვენთან მოგება მხოლოდ ღირსების საკითხი იყო, რადგან ჩვენთან აღებული ქულები არაფრის მომცემია მსოფლიოზე გასასვლელად (ჩვენები გასულები არიან). ასე რომ ყველაფერი შედარებითია. მოდი ვთქვათ რა!!! ჩვენი გუნდი იმ დღეს არ იყო მოწოდების სიმაღლეზე, განსაკუთრებით პირველ ტაიმში. თუმცა ისიც მართალია, როცა ამბობენ -"გამარჯვებულებს არ ასამართლებენ".
bego
13:16 07-03-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული