კაპიტანი გორგოძეა - რუსეთთან "ბორჯღალოსნების" სამატჩო რაზმი ცნობილია

AutoSharing Option
დღეს, 10 მარტს, საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა, რომელიც "რაგბი ევროპის ჩემპიონატის" IV ტურის მატჩში რუსეთის ნაკრებს უმასპინძლებს, "შევარდენის სარაგბო ბაზაზე" ღია ვარჯიში გამართა, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა კი სამატჩო შემადგენლობა დაასახელა.

12 მარტს, "დინამო არენაზე" გასამართ დაპირისპირებაში "ბორჯღალოსნებს" მამუკა გორგოძე უკაპიტნებს. შეხვედრა 18:00 სთ-ზე დაიწყება.

- რაგბი ევროპის ჩემპიონატი: რუსები თბილისში არიან
- საქართველო-რუსეთის მატჩის 37 000 ბილეთზე მეტი უკვე გაყიდულია

საქართველოს ნაკრები მატჩს ასეთი შემადგენლობით ჩაატარებს:

უკანა ხაზი: 15 მერაბ კვირიკაშვილი, 14 ირაკლი სვანიძე, 13 გიორგი კოშაძე, 12 დავით
კაჭარავა, 11 სანდრო თოდუა, 10 ლაშა ხმალაძე, 9 ვასილ ლობჟანიძე.
შერკინება: 1 მიხეილ ნარიაშვილი, 2 ჯაბა ბრეგვაძე, 3 ლაშა ტაბიძე, 4 გიორგი ნემსაძე, 5 კოტე მიქაუტაძე, 6 გიორგი ცუცქირიძე, 7 მამუკა გორგოძე (კაპ), 8 ბექა გორგაძე.
მარქაფა: 23 ბექა წიკლაური, 22 რევაზ ჯინჭველაშვილი, 21 გელა აფრასიძე, 16 ზურაბ ჟვანია, 17 გიორგი თეთრაშვილი, 18
სოსო ბეკოშვილი, 19 ლაშა ლომიძე, 20 საბა შუბითიძე.

შეგახსენებთ, რომ სამი ტურის შემდეგ საქართველო 14 ქულით ლიდერობს შეჯიბრს და ერთი მოგებით უსწრებს უახლოეს მდევარ რუმინეთს, რუსეთი კი 4 ქულით ბოლოსწინა, მეხუთე ადგილზეა.
მკითხველის კომენტარები / 9 /
თუ არ დავუსტვენთ ნორმალურია, მაგრამ ვინც დაუსტვენს იმათიც მესმის.
gogig
12 მარტი 2017 01:23
0
ჩვენტან უკვე დიდი ხანია უსტვენენ
lasha
11 მარტი 2017 20:26
0
სტვენა რომ საქმეს შველოდეს მაშინ რა გვიჭირდა ავშენდებოდით იმდენი გვაქვს ნასტვენი ხვალ ბევრი რუსების საგინებლად მიდის და არა რაგბის სანახავად თორემ იაპონიასთან არ ყოფილა ამდენი ხალხი ეს კი იმას ნიშნავს რომ თუ თამაშს არ აქვს პოლიტიკური დატვირთვა არ ივსება სტადიონი იგივე იქნება ექვსი ერის შემთხვევაშიც როდესაც პირველი ეიფორია გაივლის ამიტომაც არ მიგვიღებენ
nnn
11 მარტი 2017 18:55
0
სტადიონზე საგულშემატკივროდ დადიან ჩემო კარგო, მათ შორის სტვენაც და შეძახილებიც მოდის.
აი გინებას ნამდვილად არ დავიწყებთ ... რუსულად.
დადონ თავის ადგილას აფხაზეთი და ცხინვალი რუსებმა და ვუმღერებ კიდევაც სმუგლიანკას, სტვენის მაგივრად.
არავის არ უთხოვია არ უსტვინოთო. მათი საქმე კარგად თამაშია.
11 მარტი 2017 18:40
0
ragbi rugbi ---ძაან ნუ გაჯეჯილდი ჩვენი ჭკუის დარიგებით. 1)ჟერ ერთი ბიჭები გვერდებს მარტო ჩვენი გულიზა კი არა საქართველოს დიდებისთვის ილურჯებენ. საკუთარ ქვეყანაში ოკუპანტის ჰიმნის მოსმენისას რომ პროტესტი გამოხატო სტვენით მაინც(რადგან ომოს თავი არ გვაქვს)რა შუაშია აქ ან სპორტი ან მორაგბეების თხოვნა?აბა რა გინდათ ვქნათ?ოკუპანტის ჰიმნს აღტაცებით შევხვდეთ?
mamulo
11 მარტი 2017 18:39
0
ათასჯერ გთხოვეს ბიჭებმა, თვითონ ბიჭებმა არ უსტვინოთო, მაგრამ ერთ ყურში შეშვებულს მეორიდან უშვებთ

გასაპრავებელსაც ყოველთვის პოულობთ

შენთვის გვერდებ-დაჟეჟილმა და დასისხლულმა ადამიანმა რამე გთხოვოს და ასე უსრულებდე, თავსლაფის დასხმაა ეგ

არც ჩვენი ბიჭების რიდი და სიყვარული გაქვთ და არც არაფრის

და არც არაფერი გამოდის თქვენი ხელიდან ჩემო ტრადიციების მოყვარულებო, ფარისევლობის მეტი
ragbi rugbi
11 მარტი 2017 18:20
0
რაგბი, საქართველო - რუსეთი ერთგვარი ტრადიციაა. ტრადიციაა ის რომ სტადიონს ვავსებთ. ტრადიციაა რომ განსაკუთრებულად ვემზადებით, განსაკუთრებულად ვგულშემატკვრობთ და ბიჭებიც განსაკუთრებულად თამაშობენ. ამ ტრადიციების დახმარებით ასევე ტრადიციულად ვამარცხებთ ხოლმე რუსეთს!

ამ ტრადიციების განუყოფელი ნაწილია რუსეთის ჰიმნზე სტვენაც! სულ პირველი თამაშიდან ბოლო შეხვედრამდე ასე იყო და ესეც ამ დაპირისპირების განუყოფელი ნაწილია! ასე რომ თუ გამარჯვება გვინდა ტრადიციები არ უნდა დავარღვიოთ...

პ.ს. გაიყვანონ სამხედრო ბაზები ჩვენი ტერიტორიებიდან. აღიარონ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და ვინ ოხერი....









namdvili zaza
11 მარტი 2017 14:36
0
ნამდვილად "დაიმსახურეს", თან რუსეთის გარდა - ეს სსრკ-ს ჰიმნიცაა (მუსიკა) და ვისაც ევასება - უსმინოს.
P.S. - აფხაზეთიდან ვარ. მოდით და გამაჩერეთ.
Dato
11 მარტი 2017 10:56
0
100:0 უნდა მოვუგოთ.

მე დავუსტვენ მათ ჰიმნს, რაც არუნდა მიყიჟინოთ. ასე შვრებიან ბალტიისპირეთში კალათბურთის დროს როცა მათთან რუსეთი ჩადის.
"დაიმსახურეს" და იმიტომ.
არ დამიწყოთ ეხლა "სტუმართმოყვარეობა"
11 მარტი 2017 09:51
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული