კაპიტანი გორგოძეა - რუსეთთან "ბორჯღალოსნების" სამატჩო რაზმი ცნობილია

AutoSharing Option
დღეს, 10 მარტს, საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა, რომელიც "რაგბი ევროპის ჩემპიონატის" IV ტურის მატჩში რუსეთის ნაკრებს უმასპინძლებს, "შევარდენის სარაგბო ბაზაზე" ღია ვარჯიში გამართა, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა კი სამატჩო შემადგენლობა დაასახელა.

12 მარტს, "დინამო არენაზე" გასამართ დაპირისპირებაში "ბორჯღალოსნებს" მამუკა გორგოძე უკაპიტნებს. შეხვედრა 18:00 სთ-ზე დაიწყება.

- რაგბი ევროპის ჩემპიონატი: რუსები თბილისში არიან
- საქართველო-რუსეთის მატჩის 37 000 ბილეთზე მეტი უკვე გაყიდულია

საქართველოს ნაკრები მატჩს ასეთი შემადგენლობით ჩაატარებს:

უკანა ხაზი: 15 მერაბ კვირიკაშვილი, 14 ირაკლი სვანიძე, 13 გიორგი კოშაძე, 12 დავით
კაჭარავა, 11 სანდრო თოდუა, 10 ლაშა ხმალაძე, 9 ვასილ ლობჟანიძე.
შერკინება: 1 მიხეილ ნარიაშვილი, 2 ჯაბა ბრეგვაძე, 3 ლაშა ტაბიძე, 4 გიორგი ნემსაძე, 5 კოტე მიქაუტაძე, 6 გიორგი ცუცქირიძე, 7 მამუკა გორგოძე (კაპ), 8 ბექა გორგაძე.
მარქაფა: 23 ბექა წიკლაური, 22 რევაზ ჯინჭველაშვილი, 21 გელა აფრასიძე, 16 ზურაბ ჟვანია, 17 გიორგი თეთრაშვილი, 18
სოსო ბეკოშვილი, 19 ლაშა ლომიძე, 20 საბა შუბითიძე.

შეგახსენებთ, რომ სამი ტურის შემდეგ საქართველო 14 ქულით ლიდერობს შეჯიბრს და ერთი მოგებით უსწრებს უახლოეს მდევარ რუმინეთს, რუსეთი კი 4 ქულით ბოლოსწინა, მეხუთე ადგილზეა.
მკითხველის კომენტარები / 9 /
თუ არ დავუსტვენთ ნორმალურია, მაგრამ ვინც დაუსტვენს იმათიც მესმის.
gogig
01:23 12-03-2017
0
ჩვენტან უკვე დიდი ხანია უსტვენენ
lasha
20:26 11-03-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული