გოჩა სვანიძე: ეს ერთი ჩვეულებრივი მატჩია და მეტი არაფერი!

AutoSharing Option
საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ ჟურნალისტებთან საქართველოსა და რუსეთის მორაგბეთა ნაკრებების დაპირისპირების შესახებ ისაუბრა.

12 მარტს, "რაგბი ევროპის ჩემპიონატის" IV ტურის მატჩში "ბორჯღალოსნები" "დინამო არენაზე" რუსეთის ნაკრებს უმასპინძლებენ. შეხვედრა 18:00 სთ-ზე დაიწყება.

- კაპიტანი გორგოძეა - რუსეთთან "ბორჯღალოსნების" სამატჩო რაზმი ცნობილია

"მიუხედავად იმისა, თუ რამდენი ახალბედა არის მოედანზე, ყოველთვის საბრძოლო შემადგენლობით ვართ. ჩვენი ბიჭების ბრძოლისუნარიანობაში ეჭვი არავის ეპარება. რაც მთავარია, ეს ერთი ჩვეულებრივი მატჩია და მეტი არაფერი.

მინდა, ყველა გულშემატკივარი, რომელიც სტადიონზე მოვა ან ტელევიზორში უყურებს თამაშს, ძალიან ამაღლებულ
განწყობაზე დადგეს, მინდა თითოეულმა მათგანმა სიამოვნება მიიღოს.

რაც შეეხება რუსეთის რაგბის კავშირის პრეზიდენტ მამუკა ლოსაბერიძის განცხადებას საქართველოს დამარცხებაზე, რა ვიცი, რა გითხრათ. ეს მისი საქმეა, არ ვიცი ასეთი რა საიდუმლო იცის, თუმცა დაუმარცხებელი არავინაა.

- მამუკა ლოსაბერიძე: სხვებზე უკეთ ვიცი, როგორ უნდა დაამარცხო ქართველები

თუ სწორად განვითარდება, ერთი კონკრეტული მატჩის მოგება ნებისმიერს შეუძლია, მათ შორის ჩვენც", - თქვა სვანიძემ.
მკითხველის კომენტარები / 7 /
ნამდვილი ქართველი თუ ხარ ყოველთვის უნდა უსტვინო, თამაშამდე და თამაშის შემდეგაც. არა აქვს მნიშვნელობა ვის ვეთამაშებით! სტვენა ერთობაშია! ჩვენი წინაპრებიც უსტვენდნენ და ჩვენც უნდა ვუსტვინოთ. დასტვენილები ვაართ, მაშა!
ლუკა
12 მარტი 2017 02:56
0
მართალი ხარ მამულო, ხვალე ჯერ ჰიმნზე დაუტვინოთ, მერე რუს მორაგბეებს ვაგინოთ ბოლოს პუტინ ხულიო ვიძახოთ. ესაა ქვეყნის სიყვარული აბა რა:)
mamulo-s
12 მარტი 2017 01:21
0
Stviiiiiiiiiiiin
Stviiiiiiiiiiiiiiiiiiiiiin
11 მარტი 2017 23:26
0
ნაციდეოლოგია. ვუსტვინოთ და ვჭამოთ ჰალსტუხები ბუჩქებში. მერე "მოვიგოთ " ომი და მეორე დღეს შევქმნათ კომისია პარლამემნტში რომელიც იკვლევს მიზეზებს: "თუ რატომ წეავაგეთ რუსეთთან ომი". კი არ უნდა ვუსტვინოთ მხურვალე გულშემატკივრობითა და კულტურით უნდა დავანახოთ რომ მაგრები ვართ. ვუსტვინოთ და დავიკმაყოფილოთ არასრულფასოვნების კომპლექსი 2 წლით. ესენი კიდე წავლენ და ორ საათში აღარც ჩვენი სტვენა ემახსოვრებათ და არაფერი. ეჰ
xvistani
11 მარტი 2017 22:24
0
ჰიმნი და დროშა ქვეყნის სიმბოლოა და როცა მე სტვენით გამოვხატავ ოკუპანტი ქვეყნის უპატივცემულობას,სად ჩანს აქ ,ჩემი უკულტურობა?პირიქით თუ სამშობლო გიყვარს ,შენი ქვეყნის დამპყრობელის ჰიმნს პატივისცემით ( ჩუმათ,სტვენის გარეშე როგორ უნდა უსმინო არ მესმის.
mamulo
11 მარტი 2017 20:26
0
საქართველოს სტვენით გამოხატული პატრიოტიზმი არ შწირდება, მოშორდით რაგბს შენ და შენნაირები, დარწუნებული ვარ რაგბის წესებიც არ იცით
namdvili zaza-s
11 მარტი 2017 16:33
0
ერთი ჩვეულებრივი კაცი შენ ხარ გოჩა ამ აზრს რომ გვაჩვევ! რაც არ უნდა ეცადოთ შენ და შენნაირები რუსეთი ძმად და მეგობრად წარმოაჩინოთ არ გამოვა სანამ თქვენი "ძმების" სამხედრო ბაზები არ დატოვებს საქართველოს ტერიტორიას და არ აღიარებენ საქართველოს ტერიტოიულ მთლიანობას, დამუკიდებლობას და სუვერენიტეტს!

მხოლოდ ამის შემდეგ გახდება ეს ერთი ჩვეულებრივი მატჩი! და მანამდე ჩვენ სტადიონსაც გავავსებთ, რუსეთის ჰიმნზეც ვუსტვენთ და ანგარიშშიც დავანგრევთ!



namdvili zaza
11 მარტი 2017 14:50
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული