ანგარიში თავადაც მოგეხსენებათ, შეხვედრის სურათი კი ერთ კონკრეტულ ეპიზოდში ჩაეტია: მამუკა გორგოძე რუს მორაგბეს გამოუდგა, დააგდო, ზემოდან მოექცა და ვიდრე მსაჯმა იპონი არ ჩაუთვალა, არ მოეშვა...
- ახალი კადრები: მამუკა გორგოძის ჩხუბი რუს მორაგბესთან [VIDEO]
- საქართველო-რუსეთი 28:14 - გავექცეთ რუსეთს, ევროპა გვინდა [VIDEO+PHOTO]
მარა შემრცხვა, ამხელა დევივით კაცი, თან ეროვნული ნაკრების თავი კაცი, ანცი ბაღანასავით, ვინცხას, ხო ხო, "ვინცხას" რომ ეძუძგურბოდა და გორაობდა მიწაზე, ამტონი ხალხის და ტელევიზიის დასანახად. და კიდო ის მაწუხებს, რუმინეთთან შაქარს ამიწევენ უცილობლად, ამფერებით, თავში ავარდნილები და აჟიტირებულები.