ფლორინ ვლაიკუ: ერთი წლის წინ საქართველოსთან სამარცხვინოდ დავმარცხდით, ახლა კი...

AutoSharing Option
რუმინეთის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრმა ფლორინ ვლაიკუმ ჟურნალისტებთან საქართველოსთან მოახლოებულ მატჩზე ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ "რაგბი ევროპის ჩემპიონატის" გადამწყვეტ, მე-5 ტურში "ბორჯღალოსნები" სტუმრად რუმინეთის ნაკრებს დაუპირისპირდებიან. მატჩი 19 მარტს გაიმართება.

"ბელგიასთან მოპოვებული გამარჯვების შემდეგ საქართველოსთან მატჩს პოზიტიურ განწყობაზე ვხვდებით. უკვე დიდი ხანია, რაც საქართველოს ნაკრებს ვეღარ ვამარცხებთ, ჩვენგან კი ამას ელიან.

ერთი წლის წინ საქართველოსთან სამარცხვინოდ დავმარცხდით, ამიტომ ცვლილებები იყო საჭირო. ახლა საკუთარ მოედანზე ვთამაშობთ და ეს ჩვენი უპირატესობაა. ვფიქრობ, შეგვიძლია სიურპრიზის შეთავაზება. მთავარია, საკუთარი თავის და ერთმანეთის გვჯეროდეს", - თქვა
ვლიკუმ.
მკითხველის კომენტარები / 11 /
ვლაიკუს ძალიან ვაფასებ, კარგი პიროვნებაა, ვფიქრობ ძალიან რთული თამაში იქნება მაგრამ მოგება ძალიან გვჭირდება:)
giorgi
16 მარტი 2017 15:34
0
გმადლობთ განმარტებებისათვის, მაგრამ ერთნაირ ქულებში მე ვიგულისხმე სატურნირო ცხრილის ქულები.
pele
15 მარტი 2017 13:14
0
pele-ს

რუმინეთი ერთადერთია ევროპის ჩემპიონატში, ვისთანაც მოგების შემთხვევაში რეიტინგი მოგვემატება, თუმცა წაგება ან ფრე მაინც ძალიან დაგვაზარალებს. ჯერ ვნახოთ რეიტინგი და მერე გავიაროთ ყველა შესაძლო ვარიანტი:
10 FIJI 76.46
11 JAPAN 74.22
12 GEORGIA 74.14
13 TONGA 71.94
14 SAMOA 71.25
15 ITALY 71.17
16 ROMANIA 68.93
რუმინეთს თუ მოვუგეთ 15 ქულაზე მეტი ანგარიშით, რეიტინგში მოგვემატება 1.18 გაგვიხდება 75.32 და გავუსწრებთ იაპონიას - გადავალთ 11 ადგილზე და მივუახლოვდებით სანუკვარ ათეულს.
რუმინეთს თუ მოვუგეთ 15 ქულაზე ნაკლები ანგარიშით, რეიტინგში მოგვემატება 0.789 გაგვიხდება 74.93 და გავუსწრებთ იაპონიას - გადავალთ 11 ადგილზე
ფრეს შემთხვევაში რეიტინგში დაგვაკლდება 0.221 და 73.92 ქულით დავრჩებით 12 ადგილზე
15 ქულამდე ნაკლები სხვაობით წაგების შემთხვევაში რეიტინგში ვკარგავთ 1.221, გვიხდება 72.92 ვრჩებით 12 ადგილზე
15 ქულაზე მეტი სხვაობით წაგების შემთხვევაში რეიტინგში ვკარგავთ 1.83, გვიხდება 72.31 ვრჩებით 12 ადგილზე მაგრამ ვაი მაგ დარჩენას....
რამაზ
15 მარტი 2017 12:37
0
Pele ერთნაირ ქულებში რას გულისხმობ? ერთნაირი ანგარიშით თუ დამთავრდა ანუ ფრე, ჩვენ გავდივართ პირველზე რადგან რუმინეთს წაგება აქვს...
Lado
15 მარტი 2017 11:51
0
ჩვენსა და რუმინეთს შორის ერთნაირი ქულების შემთხვევაში (ღმერთმა დაგვიფაროს), ვინ გადის პირველ ადგილზე? გთხოვთ მიპასუხოთ.
pele
15 მარტი 2017 10:16
0
ტესტი ნოემბერში გვაქვს უელსთან. რუმინეთს უნდა მოვუგოთ დასაკარგი ბევრი გვაქ, დასამტკიცებელი კიდევ უფრო მეტი 5 დიდი სლემი ყველასთვის არგუმენტია რაგბის ბოსებისთვისაც კი 6ერს თუ ვერ გვიხერხებენ სხვა რამე გვჭირდება და მოიფიქრონ. რაგბის განვითარება და პოპულარიზაცია მაგათი საქმეა. ბიჭები იგებენ და ისევე იმ ადგილას არიან მოტივაცია ქრება და "ჟილკით" ვეღარ იბრძვიან იმიტომ, რომ ცალი ფეხითაც უგებს ნებისმიერი ფორმაციის ნაკრები ყველას!
Me
15 მარტი 2017 00:57
0
აბა ნაციონალებს კითხეთ ოცნებას კაცი თუ არ მოუკლავს
fridoni
14 მარტი 2017 20:47
0
წაგება არ გვინდა და არ გვჩვევია მაგრამ რუსეთთან ცოტა მეტი ხელით თამაში გვმართებდა
აშკარად მოვიკოჭლებთ რაღაც მომენტებში
ახალგაზრდები დაიტესტა რუსეთთან და ისე მოხდა რო ცოტა სხვა თამაში იყო არადა ჩვენ რუსეთთან ბოლომდე ვიბძვით ხოლმე ეს არ გამართლდა ჩვენ უბრალდო ისე ვითამაშეთ როგორცგუნდს ჩირდება
რუმინეთთან მარცხი - გამოგვაცოცხლებდა დროა რუმინეთმა გააკეთოს ეს ვიდრე მოგებების მერე მსოფლიოზე მივხვდეთ იმას რო თავს გაგვივიდა
საჭიროა ცივი შხაპი ხანდახან

acm
14 მარტი 2017 20:46
0
მართლაც ოცნებას კაცი არ მოუკლავს ჯერ
zura
14 მარტი 2017 19:26
0
Ocnebas kaci ar mouklavs
Vazha
14 მარტი 2017 17:28
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული