გამომდინარე აქედან ივერიელის თასის მფლობელი რუმინეთი გახდა. აღსანიშნავია, რომ რუმინეთმა საქართველოს დამარცხება 2011 წლის შემდეგ პირველდ შეძლო.
სამწუხაროდ "ბორჯღალოსნებმა" საიუბილეო მეორასე შეხვედრაში მოგება ვერ მოიპოვეს.
ანგარიშის გახსნა უკვე მესამე წუთზე რუმინეთის ნაკრებმა მოახერხა. მასპინძლებმა ქართველი მორაგბეების შეცდომით ისარგებლეს და ბურთი დაამიწეს.
გარდასახვა მეტოქემ არაზუსტად შეასრულა და რუმინელები 5 ქულით დაწინაურდნენ.
მერაბ კვირიკაშვილს ანგარიშის სხვაობის შემცირება შეეძლო, თუმცა ჯარიმა ვერ გაიტანა.
ტაიმის მიწურულს 37-ე წუთზე
- მერაბ შარიქაძის ლელო და მერაბ კვირიკაშვილის გარდასახვა [VIDEO]
რუმინელებმა 52-ე წუთზე ჯარიმა გაიტანეს და ისევ დაწინაურდნენ 7:8.
70-ე წუთზე კვირიკაშვილს შანსი ჰქონდა "ბორჯღალოსნები" წინ გაეყვანა, მაგრამ ჯარიმა ვერ გაიტანა. 73-ე წუთზე კვირიკაშვილმა ურთულესი საჯარიმო დარტყმა შეასრულა, მაგრამ ბურთი ძელმა აისხლიტა და ანგარიში უცვლელი დარჩა.
- გაშვებული შანსი - მერაბ კვირიკაშვილმა ძელს გაარტყა [VIDEO]
საბოლოოდ "ბორჯღალოსნები" ანგარიშთ 7:8 დამარცხდნენ.
მოგება და წაგება ძმებია.
ქარიც იყო, ბურთი წამოიღო, ჯარიმა არ გავიდა.
არ დაგვავიწყდეს, რომ გუნდში თაობის ცვლილებაა.
კარგი იქნებოდა იქ მჯდომ ქართველ მილიონერებს 200 კაციანი გულშემატკივართა გუნდიც რომ ქაეყვანათ. არ გაღატაკებოდნენ .
გულშემატკივრებო,
ქართველებო ა რ არის ასეთი კომენტარები საჭირო.
- იყო შეცდომები,თან სერიოზული (ბოლო-ბოლო ჩვენი 5 დერეფანი წავაგეთ!) და გამოსასწორებელია...
უნდა გვესმოდეს-მეტოქეებიც ემზადებიან,მთელი ძალისხმევით და სერიოზულობით და სწავლობენ ჩვენ თამაშებს.მათაც უნდათ მათზე ძლიერებზე მოგება ,როგორც ჩვენ...ჩვენთვის კ ა რ გ ი ც არის დღეს ეს წაგება,მომავალი თამაშებისათვის მეტად მობილიზებული,ორგანიზებული და გააზრებულები იქნებიან თამაშებისათვის.
და ვინც რაგბი ესმის...
-6 ერისათვის-აც მზად ვართ,რომც მიგვიღონ,მე-2-წელს მთელი სერიოზულობით მოგვეკიდებიან 6 ერის გრანდები და ი ქ ა ც მოგებები დიდხანს არ დაყოვნდება.
ბოლო-ბოლო მსოფლიო რაგბს ა რ ეცნობით?!
ინგლისმა შოტლანდიას-61-21 მოუგო(?!!!)
რაო-
ეს შოტლანია ამისათვის--,,ჩამოსაწერია,, ?!
შეგახსენებთ-მანამ შოტლანდიამ -უელს 29-13.
მერე უელსმა-ირლანდიას -22-9 მოუგო , ბოლოს - ირლანდიამ-ინგლისს 13-9 (?!!!)
ეს რაგბი არის და ყოველ თამაშზე მხოლოდ თავდადებით და შეცდომების მინიმუმამდე დაყვანის შემთხვევაში მოიგებ და ამ მიმართულებით წ ა ვ ა საქართველოს ნაკრები!
ხანდახან თამაშს წააგებ,
მაგრამ ის თამასა რაც აწეულია -არ უნდა ჩამოვარდეს და მხოლოდ პროგრესირდეს და ეს ასე არის!