ფაქტი, რომელმაც ყველა დააბნია - რატომ გადასცეს თასი "ბორჯღალოსნებს"

AutoSharing Option
რუმინეთის მორაგბეთა ნაკრები "ბორჯღალოსნებთან" მოგების შემდეგ რაგბი ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული და ანთიმოზ ივერიელის თასის მფლობელი გახდა.

- "ბორჯღალოსნები" რუმინეთის ნაკრებთან დამარცხდნენ

ამ გამარჯვებით რუმინეთს საქართველოს მსგავსად 19 ქულა გაუხდა და პირველ ადგილზე გადავიდა. "ბოჯღალოსნებს" 18 ქულა ჰქონდათ, თუმცა ბოლო მატჩში ერთი ქულა (სანუგეშო) მოიპოვეს.

ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო და ფოტოები, სადაც ტურნირის ორგანიზატორები ტურნირის ჯილდოს "ბორჯღალოსნებს" გადასცემენ, თუმცა რაგბი ევროპის ჩემპიონატის დებულების თანახმად სატურნირო ცხრილში თანაბარი ქულების შემთხვევაში ურთიერთდაპირისპირების შედეგები ითვლება და არა ბურთების შეფარდება.

აღსანიშნავია, რომ ასევე შეცდა რაგბი ევროპის
ჩემპიონატის ოფიციალური საიტიც, რომელმაც სატურნირო ცხრილში საქართველო პირველ ადგილზე გაიყვანა. 

საბოლოოდ კი საქართველოს ტურნირის ჯილდო ჩამოართვეს და რუმინეთს გადასცეს.
მკითხველის კომენტარები / 21 /
რუსებს ბოლო ლელო რომ არ დაEდოთ, თასი მაშინ ჩვენი იქნებოდა.
okribeli
20 მარტი 2017 00:41
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული