მატჩის წინ მედიას წარუდგა კანადელთა თავკაცი, ზელანდიელი მარკ ენსკომბი:
"ოთხი რეალურად მძიმე მატჩი გველის, რომელიც შაბათს საქართველოსთან მატჩით იწყება. ისინი ფიზიკურად ძალიან დიდები და ღონივრები არიან. საქართველო რეიტინგში მე-12 ადგილზეა და მას უკვე მიღწეული აქვს მთავარი მიზანი - მსოფლიოს თასის საგზური მოპოვებული აქვს.
ფიზიკურად ძალზე დაძაბული მატჩი გველის. კარგად გამოჩნდება, რამდენად ვართ მზად ამისთვის".