კალგარის "რაგბი პარკზე" საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებმა ტესტ-მატჩი გამართა კანადის გუნდთან და 13:0 გაიმარჯვა.
პირველი ტაიმი "ბორჯღალოსნებმა" მერაბ კვირიკაშვილის ზუსტი საჯარიმოს წყალობით, 3:0 მოიგეს.
მეორე ტაიმში კიდევ ერთი ჯარიმით კვირიკაშვილმა ანგარიში 6:0 გახადა, შემდეგ კი ზედიზედ ორი საჯარიმო ააცილა.
მატჩის მიწურულს კანადელთა შეცდომა ისევ მერაბ კვირიკაშვილმა გამოიყენა, რომელმაც ლელო გაიტანა და გარდასახვაც ზუსტად შეასრულა - 13:0.
ეს ივნისის ტესტების პირველი მატჩი იყო. მილტონ ჰეიგის გუნდი 18 ივნისს აშშ-ს ნაკრებს დაუპირისპირდება ატლანტაში, ხოლო 24 ივნისს არგენტინას ქალაქ ხუხუიში ესტუმრება.
03:01 11-06-2017
"ბორჯღალოსნებმა" ივნისის პირველ ტესტში კანადის ნაკრები დაამარცხეს [VIDEO]
AutoSharing Option
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული
რაც შეეხება 6 ერს,არავის ,მით უმეტეს რაგბისტებს უთქვამს რომ ჩვენ მათი ძალისანი ვართ,პირიქით,6 ერი იმისათვის გვინდა,რომ განვითარება განვაგრძოთდა მივუახლოვდეთ მათ დონეს,თორემ სტიმული დაგვეკარგება განვითარების.ჰეიგის გადაყენებაც არასწორი იდეა მგონია.მას აქვს მსოფლიომდე განვითარების გეგმა და ამ გეგმას მიჰყვება,ამ გეგმაში შედის თამაშში ხელით ტთამაშის წილის გადიდება და ზოგადად სამხრეთულ სტილზე გადასვლა.ამას ძველი თაობა ვერ შესძლებს,ამას ახალი თაობის ბიჭების ჩართვის შემდეგ მივაღწევთ და შესაბამისად დრო არის საჭირო.მთავარია,რომ ეს ძვრები ახალგაზრდულ ნაკრებების ყოველ მომდევნო ფორმაციაში სულ უფრო მეტად იგრძნობა და როცა ქვეყანაში დაგროვდება კრიტიკულად აუცილებელი რაოდენობა ამ სტილით მოთამაშე ახალგაზრდებისა,განსაკუთრებით უკანა ხაზის მორაგბეებისა,ვფიქრობ შედეგიც გამოჩნდება.მხოლოდ არ უნდა დავკარგოთ ძლიერი შერკინების ტრადიციებიც,რომელიც ამ შემთხვევაშიც ჩვენი წარმატების მთავარი გასაღები უნდა იყოს.
დიდმა ნაკრებმაც რო ითამშოს საფრანგეთთან, სამხრეთ აფრიკასთან და არგენტინასთან თბილისში , სამივე თამაშს წავაგებთ. ესეა ჯერჯერობით.
ერთი რამეა რასაც ყველა სკეპტიკურად უდგება: ექვს ერში ჩვენ თამაშს.
არავის უთქვამს და არც ბიჭებს აქვთ იმის ილუზია, რომ თუ ექვს ერში შეგვიშვებენ ყველას დავანგრევთ და პირველივე წელს ტურნირს მოვიგებთ. უბრალოდ ჩვენ ვითხოვთ ექვს ერს განვითარებისთვის, ბუნებრივია რომ პირველი წლები ყველა თამაშს წავაგებთ, მაგრამ მათთან თამში განვითარების საშუალებას მოგვცემს და მესამე-მეოთხე წელს უკვე დადებით შედეგსაც ვაჩვენებთ.
ბოლო თამაშებმაც აჩვენა, რომ ამ რუსეთთან, ესპანეთთან და ა. შ თამაშებში განვითარების მოტივაცია აღარ არსებობს. რუმინეთსაც ნუ წამოვკრავთ ხელს, დიდი ტრადიციების გუნდია ჩვენნაირი ამბიციებით.
რაც შეეხება მწვრთნელს, ალბათ გამოსაცვლელია, ამოწურა თავის შესაძლებლობები. ბუნებრივია მადლობა უნდა უთხრათ შესრულებული სამუშაოსთვის, მართლაც მოგვეხმარა რაღაც ეტაპზე, როგორც თავის დროზე კლოდ სორელი. მაგრამ აშკარად ჩანს რომ აღარ ყოფნის კვალიფიკაცია.
შენ შენ ვენდიბოლელებს მიხედე მოლდოვას რო ძლივს გადაურჩნენ
ჩვენ ჩვენ საქმეს მივხედავთ
ბოლო ბოლო 10ჯერ უფრო წინ ვართ მსოფლიო რეიტინგში
კარგია ბიჭებო,
მაგრამ ასეთი თამაშით ძ ა ლ ი ა ნ გაგვიჭირდება აშშ-სთანაც...დერეფანში და დერეფნიდან მოლით თამაში ლელომდე დასახვეწია (!)
რაქშიც თამაში და გადაყრაში სისწრაფე მოსამატებელი.
კანადასთან მხოლოდ შერკინებამ მოიგო თამაში და ასე სხვასთან ვერ გამოვა!
6 ერის ღირსი იმიტომ არ ვართ ჯერ რომ არ გვყავს ქალთა გუნდები, არ არის საკლუბო რაგბი იქ სადაც უნდა იყოს და ყველაზე მთავარი ბილეთში ფულის გადახდა არ უნდა ხალხს. 20 ლარი რომ მსოფლიო ჩემპიონატზე გეძვირება არაა კაი ამბავი.