დავით ზირაქაშვილი: წინასწარ მატჩს მოგებულად ნუ მივიჩნევთ

AutoSharing Option
რუსეთის ნაკრების ემბლემაზე თეთრი დათვია გამოსახული. თუმცა, რა მნიშვნელობა აქვს, თეთრია თუ მურა, ქართველ კაცს დათვი არასოდეს აშინებდა. მით უმეტეს, მორაგბე "დათვი" - საქართველოს ნაკრებს რუსებთან 14 მატჩი აქვს ჩატარებული და 12 მოგებული.

ჩრდილოელ მეზობლებს 1993 წლის შემდეგ არ მოუგიათ. დღეს რიჩი დიქსონის წინამძღოლობით საქართველოს ნაკრები რუსების მეცამეტედ დამარცხებას ეცდება. მატჩი თბილისის დროით 16 საათზე სოჭში გაიმართება. სამწუხაროდ, ტელერეპორტაჟს ვერ ვიხილავთ.

საქართველო
რუსეთში გამგზავრებამდე საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რიჩი დიქსონმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც გუნდის მიზნებზე ილაპარაკა:

- ერთა თასის დაწყებამდე
ყველა მატჩის მოგება დავისახეთ მიზნად და ამას ვასრულებთ კიდეც. რაც მთავარია, გუნდის სათამაშო ხარისხი მატჩიდან მატჩამდე უმჯობესდება და ვიმედოვნებ, რომ რუსეთთანაც სასურველ შედეგს მივაღწევთ. მეტოქის თამაშები ნანახი გვაქვს და ვიცით რა სტილის გუნდია. ეს საქმეს აიოლებს. საქართველოს ნაკრების პროგრესით კმაყოფილი ვარ, მაგრამ აქვე
უნდა დავამატო, რომ სამუშაო კიდევ ბევრი გვაქვს - დაცვაში უკეთესად ვირჯებით, ვიდრე შეტევაში. ეს მისახედია.

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, ირაკლი აბუსერიძემ გაიხსენა რუმინეთთან მატჩში გულშემატკივრის როლი და დასძინა:

- ყველას კარგად გვესმის რამდენად მნიშვნელოვანია რუსეთთან გამარჯვება. ამიტომ მოედანზე მაქსიმალურად კონცენტრირებულები გავალთ და არაფერს დავთმობთ.

2010 წლის საქართველოს საუკეთესო სპორტსმენმა დავით ზირაქაშვილმა დინჯად თქვა:
- პროგნოზების გაკეთებას ნუ ვიჩქარებთ. ნურც იმას ვიტყვით, რომ რუსეთთან მატჩი მოგებულია. ვიბრძოლებთ და ყველაფერი 19 მარტს გამოჩნდება.


რუსეთი
ერთი კვირის წინათ რუსეთის ნაკრებმა უკრაინა დაამარცხა და მწვრთნელი ნიკოლაი ნერუში მაშინვე საქართველოზე ალაპარაკდა:
- უკრაინასთან მატჩში გვქონდა შეცდომები, რომლებიც ქართველებთან დაპირისპირებამდე აუცილებლად უნდა გამოვასწოროთ. საქართველოს ნაკრები არა მხოლოდ ჩვენთვის, ნებისმიერი მეტოქისთვის რთული მეტოქეა. იქაური რაგბი სწრაფად ვითარდება. თუმცა, ვეცდებით ჩვენი შესაძლებლობები ბოლომდე გამოვავლინოთ და საქართველოსთან მოსაგებად ვითამაშოთ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მასპინძელი რუსეთის ნაკრებია.

ინტერნეტ-გამოცემა sports.ru აღნიშნავს, რომ საქართველო საგრძნობლად გაიზარდა, მაგრამ ექვსი ერის სარაგბო ნაკრებების დონისა მაინც არ არის. ქართველთა უპირატესობას აღიარებს რუსეთის ნაკრების მორაგბე ალექსანდრ ვოიტოვი:
- საქართველო ჩვენზე ძლიერია, მაგრამ ხელების ჩამოშვებას არ ვაპირებთ. ბევრს ვშრომობთ და იმედი გვაქვს, დაგვიფასდება კიდეც. ძალები მეტ-ნაკლებად გათანაბრდა. გასულ კვირას რუმინელებს თავისუფლად შეეძლოთ ქართველთა დამარცხება, ხოლო პორტუგალიამ ესპანეთთან წააგო...

ვლადისლავ კორშუნოვი სიმარტივეს ირჩევს:
- საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ მარტივად უნდა ვითამაშოთ. მათთან წარმატებას მხოლოდ კონტრშეტევა მოგვიტანს. სისწრაფე გვმართებს.

"პოდმოსკოვიეს" მორაგბე ვასილი არტემიევი კომპლიმენტებს არ იშურებს:
- საქართველოს ნაკრების შერკინების ხაზი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. თუმცა, ამის გამო კომპლექსი არ გვაქვს. ძალიან მინდა, ქართველებთან წაგებათა სერიის შეწყვეტა, მაგრამ ისიც უნდა ვაღიაროთ - სადღეისოდ მეტოქე ჩვენზე ძლიერია.

რუსების ნაკრების განწყობაზე ილაპარაკა ვიაჩესლავ გრაჩოვმა:
- განწყობა საბრძოლოა. საქართველოს ნაკრებთან მატჩი სპორტზე მეტია! პოლიტიკას არ ვგულისხმობ - ქართველები ჩვენთვის ძალიან პრინციპული მეტოქეები არიან. მოედანზე ჩვენს შორის ყოველთვის "ომია". ბოლო დროს ამ "ომში" პოზიციებს ვთმობთ, მაგრამ შაბათს უკან ერთ ნაბიჯსაც არ გადავდგამთ.


რაგბი ევროპის ერთა თასი 2011
19 მარტი, 16:00
სოჭი, რუსეთი

რუსეთი-საქართველო

საქართველო
სასტარტო შემადგენლობა:
1. დავით ხინჩაგიშვილი „ბრივი“, საფრანგეთი
2. ჯაბა ბრეგვაძე „ყოჩები“
3. დავით ზირაქაშვილი „კლერმონი“, საფრანგეთი
4. ლევან დათუნაშვილი „ფიჟაკი“, საფრანგეთი
5. ვახტანგ მაისურაძე „სენ-ნაზერი“, საფრანგეთი
6. გიორგი ჩხაიძე „მონპელიე“, საფრანგეთი
7. შალვა სუთიაშვილი „მასი“, საფრანგეთი
8. მამუკა გორგოძე „მონპელიე“, საფრანგეთი
9. ირაკლი აბუსერიძე (კაპ.) „ოსერი“, საფრანგეთი
10. მერაბ კვირიკაშვილი „ფიჟაკი“, საფრანგეთი
11. ლექსო გუგავა „ლელო“
12. თედო ზიბზიბაძე „პერიგო“, საფრანგეთი
13. დავით კაჭარავა „ნიცა“, საფრანგეთი
14. ირაკლი მაჩხანელი „მაკონი“, საფრანგეთი
15. ბესიკ ხამაშურიძე „აია“, საქართველო
თადარიგი:
1. ირაკლი ნატრიაშვილი „სტიაუა“, რუმინეთი
2. ვასილ კაკოვინი „ბრივი“, საფრანგეთი
3. გიორგი ნემსაძე „მონტობანი“, საფრანგეთი
4. ვიქტორ კოლელიშვილი „კლერმონი“ (ესპუარები), საფრანგეთი
5. ბიძინა სამხარაძე „სტიაუა“, რუმინეთი
6. ბექა ურჯუკაშვილი „ფიჟაკი“, საფრანგეთი
7. ლაშა მალაღურაძე „ბეზიე“, საფრანგეთი
მთავარი მწვრთნელი: რიჩი დიქსონი

რუსეთი
1 სერგეი პოპოვი
2. ვლადისლავ კორშუნოვი (კაპ)
3. ივან პრიშეპენკო
4 ალექსანდრ ვოიტოვი
5. ანდრეი გარბუზოვი
6. არტიომ ფატახოვი
7. ანდრეი ოსტრიკოვი
8. ვიაჩესლავ გრაჩოვი
9. ალექსანდრ შარიკოვი
10. კონსტანტინ რაჩკოვი
11. ვლადიმირ ოსტროუშკო
12. იგორ გალინოვსკი
13. მიხაილ ბაბაევი
14. ვასილი არტემიევი
15. იგორ კლიუჩნიკოვი
თადარიგი
16. ალექსანდრ ხროკინი
17. ალექსეი ტრავკინი
18. ევგენი მატვეევი
19. ანდრეი ტემნოვი
20. ალექსანდრ იანუშკინი
21. იური კუშნარიოვი
22. ვიქტორ გრესევი
მწვრთნელი: ნიკოლაი ნერუში

საქართველოსა და რუსეთის ეროვნული ნაკრებების შეხვედრების სტატისტიკა
მატჩის ტიპი თარიღი ადგილი ანგარიში
1. RWC საკვალიფიკაციო 25 მაისი, 1993 სოპოტი, პოლინეთი 9:15
2. FIRA-AER - ტურნირი 20 ოქტომბერი, 1996 თბილისი, საქართველო 29:20
3. RWC საკვალიფიკაციო 20 მაისი, 1998 თბილისი, საქართველო 12:6
4. ევროპის ერთა თასი 4 მარტი, 2001 კრასნოდარი, რუსეთი 25:23
5. ევროპის ერთა თასი 3 მარტი, 2002 თბილისი, საქართველო 12:12
6. RWC საკვალიფიკაციო 13 ოქტომბერი, 2002 თბილისი, საქართველო 17:13
7. ევროპის ერთა თასი 8 მარტი, 2003 კრასნოდარი, რუსეთი 23:17
8. ევროპის ერთა თასი 6 მარტი, 2004 თბილისი, საქართველო 9:3
9. ევროპის ერთა თასი 20 ნოემბერი, 2004 კრასნოდარი, რუსეთი 27:15
10. ევროპის ერთა თასი 4 თებერვალი, 2006 თბილისი, საქართველო 46:19
11. ევროპის ერთა თასი 24 მარტი, 2007 თბილისი, საქართველო 31:12
12. ევროპის ერთა თასი 12 აპრილი, 2008 კრასნოიარსკი, რუსეთი 18:12
13. ევროპის ერთა თასი მარტი 22, 2009 მარიუპოლი, უკრაინა 29:21
14. ევროპის ერთა თასი მარტი 20, 2010 ტრაპიზონი, თურქეთი 36:8





.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული