ვაჟები გრან პრიზე, ქალები მესამე დივიზიონში

AutoSharing Option
შვიდკაცა რაგბის ევროპის სერია წლეულს შეცვლილი ფორმატით ჩატარდება. გუნდები სამ სხვადასხვა დონის დივიზიონებად დაყვეს და ერთმანეთს რამდენიმე ეტაპზე დაუპირისპირდებიან.

საქართველოს შვიდკაცა რაგბის ნაკრები ელიტურ დივიზიონშია და გრან პრის სერიაში იასპარეზებს. პირველი ეტაპი 18-19 ივნისს საფრანგეთის ქალაქ ლიონში გაიმართება. აქ 12 გუნდი ორ ჯგუფშია განაწილებული.

"შვიდკაცა ბორჯღალოსნები" A ჯგუფში მოხვდა, სადაც მას მეტოქეობას პორტუგალიის, ესპანეთის, რუმინეთის, უკრაინისა და ჰოლანდიის ნაკრებეი გაუწევენ.

B ჯგუფი ბევრად უფრო სოლიდური გამოვიდა, აქ საფრანგეთის, რუსეთის, ინგლისის, უელსის, იტალიისა და მოლდოვას შვიდკაცა რაგბის ნარებები იასპარეზებენ.

18-19 ივნისი
ლიონი. საფრანგეთი

A ჯგუფი
პორტუგალია, ესპანეთი, საქართველო, რუმინეთი, უკრაინა, ჰოლანდია.

B ჯგუფი
საფრანგეთი, რუსეთი, ინგლისი, უელსი, იტალია, მოლდოვა

***
არაფერი შეცვლილა ქალთა შვიდკაცა რაგბის სერიაში. ზემოთ აღნიშნული სისტემა აქ დიდი ხანია მოქმედებს. საქართველოს ქალთა შვიდკაცა რაგბის ნაკრები მესამე დივიზიონში თამაშობს და ნაჩვენებ შედეგს ყოველ წელიწადს აუმჯობესებს.

ჩვენი მორაგბეები 4-5 ივნისს უნგრეთის ქალაქ ზანკაში იასპარეზებენ და მეორე დივიზიონში გადასვლისთვის იბრძოლებენ. აქ ათი გუნდი ორ ჯგუფშია განაწილებული. საქართველოს ნაკრები B ჯგუფში პოლონეთის, ლუქსემბურგის, ბოსნიისა და ბარბაროსების გუნდებს გაეჯიბრება.

A ჯგუფში კი უნგრეთის, ლიტვის, დანიის, სლოვენიისა და სერბეთის ნაკრებები ითამაშებენ.

4-5 ივნისი
უნგრეთი, ზანკა

A ჯგუფი
უნგრეთი, ლიტვა, დანია, სლოვენია, სერბეთი

B ჯგუფი
პოლონეთი, საქართველო, ლუქსემბურგი, ბოსნია, ბარბაროსები.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული