"ბორჯღალოსნებს" რუმინული გაკვეთილები ელით

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები ახალ ზელანდიაში გასამართი მსოფლიო თასისთვის მზადებას, ფაქტობრივად, ივნისის პირველი დეკადიდან დაიწყებს. ჩვენი ეროვნული გუნდი 7 ივნისს რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში გაემგზავრება, სადაც IRB-ს ერთა თასის გათამაშებაში იასპარეზებს.

"ბორჯღალოსნების" მეტოქეები იქნებიან სამხრეთ აფრიკის "კინგზი", ასევე არგენტინის A და ნამიბიის ეროვნული ნაკრებები. ამ გუნდების გარდა პირველობისთვის იბრძოლებენ ჩვენთვის კარგად ნაცნობი რუმინეთისა და პორტუგალიის ეროვნული გუნდები.

ცხადია, ჩვენი ნაკრების გარდა, განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს მასპინძელთა გუნდის თმაშიც, რადგან "მუხის ფოთლები" ახალ ზელანდიაში გასამართ მსოფლიო თასის გათამაშებაში "ბორჯღალოსნების" მეტოქეები არიან.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და
რუმინეთის ნაკრებების დაპირისირება მსოფლიო თასის ჯგუფურ ტუნრირზე, 28 სექტემბერს "პალმერსთონში" გაიმართება.

IRB-ს ერთა თასისთვის რუმინელთა თავკაცმა რობერ ანტონინმა ყველა უძლიერეს მორაგბეს უხმო. დისკვალიფიკაციის ვადა დაუმთავრდა და გუნდს დაუბრუნდა შერკინების კვაჭი მარიუს ტინკუ, ტრავმა მოიშუშა და კვალავ მწყობრშია რუმინელთა საუკეთესო მორაგბე, მესამეხაზელი ივიდიუ ტონიცა. სამაგიოროდ "მუხის ფოთლებს" დააკლდებათ წლების განმავლობაში გუნდის კაპიტანი და ლიდერი, მეორეხაზელი სორინ სოკოლი, რომელსაც სერიოზული კონფლიქტი აქვს მთავარი მწვრთნელის თანაშემწე რომეო გონტინიაკთან. ამასთან, ეროვნულ ნაკრებში თამაშზე უარი განაცხადა საკმაოდ გამოცდილმა მესამეხაზელმა ალექსანდრუ მანტამ.

რუმინეთში მოასპარეზე გუნდის შემადგენლობა უკვე გამოაცხადა ნამიბიის ნაკრების თავკაცმაც. აფრიკელებთან მატჩი ჩვენი გუნდისთვის ტესტია და მათთან შეხვედრის შედეგი რეიტინგზე აისახება. ამიტომ, IღB-ს ერთა თასის შარშანდელ გამარჯვებულთან, აუცილებლად მოგება გვმართებს.

ნამიბიის ნაკრების რიგებში რვა ლეგიონერია, აქედან ორი რუმინეთში ასპარეზობს, ერთი ინგლისური კლუბის წარმოამდგენელია, დანარჩენი ხუთი კი სხვადასხვა ფრანგული გუნდის ღირსებას იცავს.

საქართველოს ნაკრები ნამიბიის ეროვნულ გუნდს 19 ივნისს დაუპირისპირდება.

რუმინეთის ნაკრები

პირველი ხაზი: ნიკოლაე ნერე, ბოგდან ზებეგა (ორივე-სტიაუა), სეზარ პოპესკუ (მაკონი), დრაგოშ დიმა (ბლანიაკი), მიჰაიტა ლაზარი (ექსი), იონ პაულიკა (ლონდონ იარიში), სილვიუ ფლორეა (ბორდო), მარიუს ტინკუ (პერპინიანი), ანდრეი რადოი (ბაია მარე)
მეორე ხაზი: კრისტიან პეტრე (სენტ ეტიენი), ვალენტინ ურსაკე (ექსი), ვალენტინ პოპარლანი (ბუქარესტი), მარიუს სირბე (ტარბი)
მესამე ხაზი: სტელიან ბურეა, ვასილე რუსი (ორივე-ტიმიშოარა), მიჰაი მაკოვეი (ბაია მარე), დანიელ იანუსი (სტიაუა), ოვიდიუ ტონიცა (პერპინიანი), დანიელ კარპო (ფარული)
#9: ლუჩან სირბუ (მიო), ფლორინი სურუჯუ (ბუქარესტი), ვალენტინ კალაფეტეანუ (ტიმიშოარა).
#10: დანუც დუმბრავა (სტიაუა), იონუც დიმოფტე (ბაია მარე)
#12-13: კონსტანტინ გეარა (ფარული), ჩაბა გალი (ბაია მარე) იონელ კაზანი, კატალინ დესკალუ (ორივე-სტიაუა).
#11-14: კატალინ ფერკუ, მედალინ ლემნარუ (ორივე-ტიმიშოარა), კატალინ ნიკოლაე (ფარული), სტეფან ჩუნტუ (ბაია მარე)
#15: ფლორინ ვლაიკუ (სტიაუა), იულიან დუმიტრაში (ლურდი)

ნამიბიის ნაკრები
შერკინება: ჯონი რედელინგჰაუზი, ბერტუს ოკალაჰანი, ჰეინც კოლი, ტინუს დუ პლესი, პი ჯეი ფან ლილი (ხუთივე-უონდერერზი), იანი დუ ტოიტი (ჰემილთონსი), კასპერ ვივერსი (აჟენი), შონ ესთერჰუიზენი, მორნი ბლუმი (ორივე-იუნაიტედი), ნიკო ესთერჰაუზენი (უგუნდო), რუან კიტშოფი (ვესტერნ პროვანსი), იაკუს ნიუვენჰაუზი (ორიაკი), რენი ფან ნილი (ოუნემი)
უკანა ხაზი: რაიან დე ლა ჰერპი (მოსლი), ევგენ იანტისი, მაკგრეთ ფან ვიკი (ორივე-ფარული), ჯეკ ბოკი, ჰეინე ბუკი (ორივე-ფალკონი), ტი სი ლოსპერი, დარლი დე ლა ჰარპი, ვილი ვინკლერი (სამივე-ვესტერნ სუბურბსი), პიტ ფან ზილი (ბურგუენი), დევიდ ფილანდერუ (იუნაიტედი), კონრად მარაისი (მონპელიე), კრისანდერ ბოთა (კადუსი)


ერთა თასი
10 ივნისი
საქართველო-კინგზი (ს.აფრიკა)
15 ივნისი
საქართველო- არგენტინა A
19 ივნისი
საქართველო-ნამიბია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული