ბუქარესტული ბატალიები ამ მორაგბეებისთვის ბოლო შანსი იქნება ახალ ზელანდიაში, მსოფლიოს თასზე წამსვლელთა სიაში მოხვდნენ. კარლენ ასეიშვილი (ორიაკი), შალვა მამუკაშვილი (ყოჩები), გივი ბერიშვილი (ლოკომოტივი), გიორგი ბეგაძე (ყოჩები) და გიორგი ჯიმშელაძე (კლერმონი) ეროვნული ნაკრების კვართს პირველად მოირგებენ.
"ბორჯღალოსანთა" რიგებს დაუბრუნდნენ ილია ზედგინიძე (სენ რაფაელი),
სიახლეა მსოფლიოს თასზე საქართველოს ნაკრების მეტოქის, რუმინეთის ეროვნული გუნდის ბანაკში. "მუხის ფოთლების" ფრანგმა მწვრთნელმა პიერ ანტონენმა ახალი ფიზმომზადების მწვრთნელი ოლივიე რიგლი მიიწვია. ის 2008 წლამდე საფრანგეთის ელიტური, პირველი დივიზიონის "ბიარიცში" მუსაობდა, მერე კი 2010 წლამდე მეორედივიზინელ "დაქსს" წვრთნიდა. რიგლი რუმინელებს IRB-ს ერთა თასსა და მსოფლიოს თასზე საასპარეზოდ მოამზადებს.
საქართველოს ნაკრები
შერკინება: ვასილ კაკოვინი (ბრივი), აქვსენტი გიორგაძე (კასტრი), გოდერძი შველიძე (მონპელიე), კარლენ ასეიშვილი (ორიაკი), დავით ქუბრიაშვილი (ტულონი), შალვა მამუკაშვილი (ყოჩები).
მეორე ხაზი: ილია ზედგინიძე (სენ რაფაელი), ვახტანგ მაისურაძე (სენ ნაზერი), გიორგი ნემსაძე (მონტობანი)
მესამე ხაზი: დიმიტრი ბასილაია (ობენა), სიმონ მაისურაძე (ვილერბანი), ზვიად მაისურაძე, გივი ბერიშვილი (ორივე-ლოკომოტივი), ვიქტორ კოლელიშვილი (კლერმონი).
#9: ბიძინა სამხარაძე (არმია), გიორგი ბეგაძე (ყოჩები)
#10: ლაშა ხმალაძე (ლელო)
#12-13: ირაკლი გიორგაძე (აია), გიორგი ჯიმშელაძე (კლერმონი), რეზო გიგაური (ფიჟაკი), ალექსანდრე თოდუა (ლელო)
#11-14: ლექსო გუგავა (ლელო), ირაკლი ჩხიკვაძე (აია), ბექა ურჯუკაშვილი (ფიჟაკი)
#15: ბესიკ ხამაშურიძე (აია), მალხაზ ურჯუკაშვილი (გურდო)
IღB-ს ერთა თასი
10 ივნისი
რუმინეთი-ნამიბია, საქართველო-სამხრეთ აფრიკა კინგზი, არგენტინა A - პორტუგალია
15 ივნისი
საქართველო-არგენტინა AA, რუმინეთი-სამხრეთ აფრიკა კინგზი, პორტუგალია-ნამიბია
19 ივნისი
პორტუგალია-სამხრეთ აფრიკა კინგზი, საქართველო-ნამიბია, რუმინეთი-არგენტინა A.