"ბორჯღალოსნებს" ვეტერანი უკაპიტნებს

AutoSharing Option
დღეს, 10 ივნისს საქართველოს ნაკრები ბუქარესტში IRB-ს ერთა თასის გათამაშებაში პირველ მატჩს გამართავს. "ბორჯღალოსნების" მეტოქე სამხრეთ აფრიკის "კინგზი" იქნება, რომელიც ამ ქვეყნის სამხრეთ და აღმოსავლეთ რეგიონების ნაკრებია.

ჩვენი გუნდის შოტლანდიელმა მწვრთნელმა რიჩი დიქსონმა სამატჩო განაცხადში ოთხი დებიუტანტი შეიყვანა. მათგან ორი შუამარბი გიორგი ჯიმშელაძე და მესამეხაზელი გივი ბერიშვილი ძირითად შემადგენლობაში ითამაშებენ. ცხრა ნომერი გიორგი ბეგაძე და შერკინების კვაჭი შალვა მამუკაშვილი სათადარიგოთა შორის იქნებიან.

საქართველოს ნაკრებს ვეტერანი ილია ზედგინიძე უკაპიტნებს, ძირითად შემადგენლობაში ითამაშებენ, ფულბეკი მალხაზ ურჯუკაშვილი, შუამარბი ირაკლი გიორგაძე, პირველხაზელები გოდერძი შველიძე
და აქვსენტი გიორგაძე, რომლებმაც ევროპის ერთა თასის გათამაშების მატჩები სხვადასხვა მიზეზების გამო გამოტოვეს.

საქართველო: 15. მალხაზ ურჯუკაშვილი, 14. ბესიკ ხამაშურიძე, 13. გიორგი ჯიმშელაძე, 12. ირაკლი გიორგაძე, 11. ირაკლი ჩხიკვაძე, 10. ლაშა ხმალაძე, 9. ბიძინა სამხარაძე. 1.გოდერძი შველიძე, 2. აქვსენტი გიორგაძე, 3. ვასილ კაკოვინი, 4. ილია ზედგინიძე, 5. ვახტანგ მაისურაძე, 6. გივი ბერიშვილი, 7. ვიქტორ კოლელიშვილი, 8. ზვიად მაისურაძე
16. შალვა მამუკაშვილი, 17. კარლენ ასეიშვილი, 18. გიორგი ნემსაძე, 19. დიმიტრი ბასილაია, 20. გიორგი ბეგაძე, 21. სანდრო თოდუა, 22. ბექა ურჯუკაშვილი


IRB-ს ერთა თასი
10 ივნისი
რუმინეთი-ნამიბია, საქართველო-სამხრეთ აფრიკა კინგზი, არგენტინა A-პორტუგალია

15 ივნისი
საქართველო-არგენტინა A, რუმინეთი-სამხრეთ აფრიკა კინგზი, პორტუგალია-ნამიბია

19 ივნისი
პორტუგალია-სამხრეთ აფრიკა კინგზი, საქართველო-ნამიბია, რუმინეთი-არგენტინა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული