პირველი მარცხი სამხრეთაფრიკელ მეფეებთან

AutoSharing Option
ბუქარესტში დაიწყო IRB-ს ერთა თასის გათამაშება. საქართველოს ნაკრებმა პირველი შეხვედრა სამხრეთ აფრიკის "კონგზის" წინააღმდეგ გამართა და 17:31 წააგო.

თამაში ჩევნმა გუნდმა აქტიურად დაიწყო და უკვე მე-6 წუთზე მგეზავი ლაშა ხმალაძის წამოწყებული კომბინაცია გარემარბმა ირაკლი ჩხიკვაძემ ლელოთი დაასრულა. ურჯუკაშვილმა გარდასახა და საქართველოს ნაკრები დაწინაურდა - 7:0.

მეტოქემ ანგარიშის მინიმუმამდე შემცირება მალევე შეძლო, თუმცა მერე, 22-ე წუთზე კონტრშეტევაზე დავიჭირეთ და ლელო მეორე გარემარბმა ბესიკ ხამაშურიძემ გაიტანა. ურჯუკაშვილმა ესეც გარდასხა. ამაზე სამხრეთაფრიკელებმა ლელოთივე გვიპასუხეს და პირველი ნახევარი მინიმალური სხვაობით 14:13 მოვიგეთ.

მეორე ნახევარში
"ბორჯღალოსნებმა" მონაგარს ერთი საჯარიმოთი მხოლოდ სამი ქულა შესძინეს, მაშინ, როცა "კინგზმა" თვრამეტ ქულას მოუყარა თავი - 17:31.


საქართველო-სამხრეთ აფრიკა კინგზი 17:31
საქართველო: (15-9) ურჯუკაშვილი, ხამაშურიძე, ჯიმშელაძე, ი.გიორგაძე, ჩხიკვაძე, ხმალაძე, სამხარაძე. (1-8) შველიძე, ა.გიორგაძე, კაკოვინი, ზედგინიძე, ვ.მაისურაძე, ბერიშვილი, კოლელიშვილი, ზ.მაისურაძე
2ლ: ჩხიკვაძე, ხამაშურიძე. 2გ,ს: ურჯუკაშვილი
სინბინი: ა.გიორგაძე
მსაჯი: ჟერომ გარსეზი (საფრანგეთი)


IRB-ს ერთა თასი
I ტური
რუმინეთი-ნამიბია 13:11, არგენტინა A-პორტუგალია 21:25

სატურნირო მდგოამრეობა
1. სამ.აფრ.კინგზი - 4 ქულა, 2. რუმინეთი - 4, 3. ნამიბია - 1, 4. საქართველო- 0, 5. არგენტინა A - ????, 6. პორტუგალია - ????

15 ივნისი
საქართველო-არგენტინა, რუმინეთი-სამხრეთ აფრიკა კინგზი, პორტუგალია-ნამიბია

19 ივნისი
პორტუგალია-სამხრეთ აფრიკა კინგზი, საქართველო-ნამიბია, რუმინეთი-არგენტინა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული