IRB-ს ერთა თასი - არგენტინასთან ათი ცვლილებაა

AutoSharing Option
დღეს, 15 ივნისს საქართველოს ნაკრები ბუქარესტში IRB-ს ერთა თასის გათამაშებაში მეორე ტურის მატჩს გამართავს. "ბორჯღალოსნების" მეტოქე არგენტინის A ნაკრები იქნება, რომელმაც პირველი თამაში ჩვენთვის კარგად ნაცნობ პორტუგალიის ეროვნულ გუნდთან 21:25 წააგო.

საქართველოს ნაკრების შოტლანდიელმა თავკაცმა რიჩი დიქსონმა გუნდის ძირითადი შემადგენლობა ძირფესვიანად შეცვალა. სამხრეთაფრიკელებთან მოასპარეზე გუნდიდან არგენტინელებს მატჩის პირველი წუთებიდანვე მხოლოდ ხუთი, ვასილ კაკოვინი, ილია ზედგინიძე, ვიქტორ კოლელიშვილი, ლაშა ხმალაძე და ირაკლი ჩხიკვაძე დაუპირისპირდებიან. ძირითადი შემადგენლობის დარჩენილ ათ მოთამაშეს პირველ მატჩში ან არ უთამაშია, ანაც შეხვედრაში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო.

ეროვნულ ნაკრებში
დებიუტი ექნებათ "ყოჩების" მორაგბეებს, შერკინების კვაჭ შალვა მამუკაშვილს და ცხრა ნომერ გიორგი ბეგაძეს. განაცხადში არ არიან და არგენტინელებთან არ ითამშებენ მალხაზ ურჯუკაშვილი, კარლენ ასეიშვილი, გიორგი ჯიმშელაძე და ზვიად მაისურაძე.

აღსანიშნავია, რომ ამ შემადგენლობით საქართველოს ნაკრებს არასდროს უთამაშია. საინტერესო იქნება, როგორ გაართმევენ თავს დაკისრებულ მოვალეობას პირველხაზელები კაკოვინი, მამუკაშვილი და "ბარბაროსებიდან" დაბრუნებული დავით ქუბრიაშვილი. დიდი ხნის შსვენების შემდეგ კვალავ ეძლევათ ნაკრებში დამკვიდრების შანსი შუამარბებს ალექსანდრე თოდუას და რეზო გიგაურს.

ფულბეკი მალხაზ ურჯუკაშვილის ადგილს კი ამჯერად მისი ძმისშვილი, ბექა ურჯუკაშვილი დაიკავებს. პირველად ითმაშებენ წყვილში ცხრა ნომერი გიორგი ბეგაძე და მგეზავი ლაშა ხმალაძე.

თამაში თბილისის დროით 18 საათზე დაიწყება.

საქართველო: 15. ბექა ურჯუკაშვილი, 14. ლექსო გუგავა, 13. ალექსანდრე თოდუა, 12. რეზო გიგაური, 11. ირაკლი ჩხიკვაძე, 10. ლაშა ხმალაძე, 9. გიორგი ბეგაძე. 1. ვასილ კაკოვინი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. დავით ქუბრიაშვილი , 4. ილია ზედგინიძე, 5. გიორგი ნემსაძე, 6. სიმონ მაისურაძე, 7. ვიქტორ კოლელიშვილი, 8. დიმიტრი ბასილაია.
16. აქვსენტი გიორგაძე, 17. გოდერძი შველიძე, 18. ვახტანგ მაისურაძე, 19. გივი ბერიშვილი, 20. ბიძინა სამხარაძე, 21. ირაკლი გიორგაძე, 22. ბესიკ ხამაშურიძე.

არგენტინა A: 15. რომან მირალესი, 14. ფერნანდო ლუნა, 13. ლისანდრო გომესი, 12. მაქსიმილიანო ნანინი, 11. ბელისარიო აგულა, 10. ბენჟამინ მადერო, 9. სანტიაგო მენდესი. 1. ფრანსისკო პიჩინინი, 2. ანდრეს ბორდოი, 3. გერმან არაოზა, 4. ჰუგო შეირანო, 5. სანტიაგო გუზმანიი, 6. იგნასიო პესამი, 7. ტომას დე ლა ვეგა, 8. ანტონიო აუალი.
16. მაურისიო გუიდონე, 17. ფრანსისკო გომეს კოდელა, 18. ფელიპე არანგურენი, 19. ტომას ლეონარდი, 20. მარტინ ლენდახო, 21. სანტიაგო იგლესიასი, 22. ხოაკიმ ტუკულეტი.

სატურნირო მდგომარეობა
1. სამ.აფ. კინგზი - 4 ქულა, 2. პორტუგალია - 4, 3. რუმინეთი - 4, 4. ნამიბია - 1, 5. არგენტინა A - 1, 6. საქართველო - 0

IRB-ს ერთა თასი

15 ივნისი
საქართველო-არგენტინა A, რუმინეთი-სამ.აფ. კინგზი, პორტუგალია-ნამიბია
19 ივნისი
საქართველო-ნამიბია, პორტუგალია- სამ.აფ. კინგზი, რუმინეთი-არგენტინა A
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული