”პომები” მზადებას იწყებენ

AutoSharing Option
ახალ ზელანდაში გასამართ მსოფლიო თასის გათამაშებაში საქართველოს ნაკრების მეტოქე, ინგლისის ეროვნული გუნდი ამ უქმეებზე სრული შემადგენლობით იკრიბება და მსოფლიოს უდიდესი სარაგბო ფორუმისთვის მზადებას დაიწყებს. ნაკრების თავკაცმა მარტინ ჯონსონმა 45 მორაგბე იხმო, რომელთაგან 15-ს, 22 აგვისტოს ირლანდიის ნაკრებთან ტესტ მატჩის შემდეგ, შინ დარჩენა მოუწევს.

"პომებმა" ორ უკანასკნელ მსოფლიოს თასზე შესანიშნავად იასპარზეს. 2003 წელს პირველობა არავის დაუთმეს, 2007 წელს კი საფრანგეთში ფინალში დამარცხდნენ.
2003 წლის მსოფლიოს თასზე ავსტრალიაში ინგლისელებმა პირველი შეხვედრა საქართველოს ნაკრებთან გამართა. ოთხი წლის შემდეგ კი მეტოქე აშშ-ს ეროვნული გუნდი
იყო. ორივე შეხვედრა "პომებმა" იოლად, დიდი ანგარიშით მოიგეს და ტურნირიც საბოლოოდ წარმატებული გამოუვიდათ.

ამჯერად ჯონსონის სამწყსოს პირველი მეტოქე გაცილებით ძლიერი, წინა მსოფლიო თასის მესამეადგილოსანი არგენტინის ეროვნული ნაკრები იქნება. ინგლისელებს თავიდანვე სერიოზული გარჯა მოუწევთ და ამ მატჩის შედეგზე ბევრად იქნება დამოკიდებული ორივე გუნდის სატურნირო ბედი.

ამასობაში ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა შოტლანდიელთა თავკაცმა ენდი რობინსონმა. მან რჩეულთა შორის შეიყვანა ოთხი ახალბედა, რობერტ ჰარლი, რაიან გრანტი, დევიდ დენტონი და ჯეკ კათბერტი, რომლებმაც თავი "მაგნერს ლიგის" გათამაშების ბოლო ტურებში დადებითად წარმოაჩინეს.

"სკოტები" პირველ შეხვედრას 10 ოქტომბერს რუმინეთის ნაკრებთან გამართავენ. ოთხ დღეში კი "ბორჯღალოსნებს" დაუპირისპირდებიან.

"გუნდით კმაყოფილი ვარ. შემადგენლობა გამოცდილი და ახალგაზრდა, პერსპექტიული მორაგბეების შესანიშნავი ნაზავია. ახლა მათთვის მთავარია მსოფლიო თასის გათამაშებას სათამაშო ფორმის პიკში შეხვდნენ.

შოტლანდიის ნაკრებმა მსოფლიო თასის ყველა გათამაშებაში შეძლო მეოთხედფინალში გასვლა. ჩვენი პროგრამა მინიმუმიც ეს არის. მერე კი ვნახოთ.

მსოფლიო თასისთვის სამზადის ივნისის ბოლოსთვის დავიწყებთ. კარგად გვესმის, რომ მოთამაშეები სხვა და სხვა ფიზიკურ კონდიციეში იქნებიან. ამიტომ, თავდაპირველად თითოეულ მათგანთან ინდივიდუალრად ვიმუშავებთ." - თქვა შოტლანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ენდი რობინსონმა.

შოტლანდიის ნაკრები
უკანა ხაზი: ჯო ენსბრო (ნორსჰემპთონი), მაიკ ბლერი, ბენ კაირნსი, ნიკ დე ლუკა, გრეგ ლაიდლოუ, კრის პატერსონი (ყველა-ედინბურგი), კრის კასიტერი, მაქს ევანსი, რუარიდ ჯექსონი, გრემ მორისონი (სამივე-გლაზგო), ჯეკ კათბერტი (ბასი), საიმონ დენიელი (ალსტერი), რორი ლამონტი (ტულონი), შონ ლამონტი (ჰლანეჰლი), რორი ლოუსონი (გლოსტერი), დენ პარქსი (კარდიფი), ჰუგო საუთვილი (სტად ფრანსე), ნიკი ვოლკერი (ოსფრიზი).

უკანა ხაზი: ჯონ ბარკლი, ჯონ ბითი, რეი გრანტი, რიჩი გრეი, დაგ ჰალი, რობერტ ჰარლი, ალისტერ კელოკი, ფერგიუს თომსონი, რიჩი ვერნონი, მურეი ლოუ (ყველა-გლაზგო), კელი ბრაუნი (სარასენზი), გოფ კროსი, დევიდ დენტონი, როს ფორდი, ალენ იაკობსენის, როს რენი (ყველა-ედინბურგი), ალასდაირ დიკინსონი, ჯიმი ჰემილთონი, სკოტ ლაუსონი, ალასდაირ სტროკოში (ოთხივე-გლოსტერი), ევან მურეი (ნიუკასლი), ნათან ჰაინსი (ლენსტერი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული