მოსკოვში სამი საფეხურით წინ

AutoSharing Option
მოსკოვში დასრულდა შვიდკაცა რაგბის გრან-პრის მეორე ეტაპი, სადაც საქართველოს ნაკრებმა მეოთხე ადგილი დაიკავა. "შვიდკაცა ბორჯღალოსნებმა" პირველი ეტაპისგან განსხვავებით, რომელიც ერთი კვირის წინ საფრანგეთის ქალაქ ლიონში გაიმართა, ჯგუფურ ტურნირში შესანიშნავად იასპარეზეს, ხუთიდან ოთხი თამაში მოიგეს, მეორე ადგილი დაიკავეს, რითაც ტურნირზე პირველობისთვის ბრძოლის გაგრძელების უფლება მიიღეს.

საქართველოს ნაკრებმა სტარტზე საკმაოდ ძლიერი საფრანგეთის ნაკრები დაამარცხა 12:7, მომდევნო მეტოქე რუმინეთის გუნდი იყო, რომელსაც შედარებით იოლად ვძლიეთ 21:12. ძალიან გაგვიჭირდა უკრაინასთან შეხვედრაში, აქ ჩვენმა გუნდმა ორი ქულის სხვაობით იძალა.

ერთადერთი მარცხი "შვიდკაცა ბორჯღალოსნებმა" ესპანეთის ნაკრებისგან
იგემეს - 5:24. თუმცა ჯგუფური ტურნირი უელსის ძლიერი გუნდის მშრალი ანგარიშით დამარცხებით დაასრულეს - 14:0.

სამწუხაროდ, ჩვენმა ნაკრებმა, რომელიც მოსკოვში რადიკალურად სახეცვლილი წრსდგა, ნახევარფინალი და მესამე ადგილისთვის მატჩები, შესაბამისად პორტუგალიისა და ესპანეთის ნაკრებებთან დათმო და როგორც უკვე ვთქვით, მოსკოვურ ეტაპზე მე-4 ადგილს დასჯერდა. შეგახსენებთ, რომ წინა, ლიონის ეტაპზე საქართველოს ნაკრები მე-7 ადგილზე იყო.

საქართველოს ნაკრები:
დავით ჩიტიძე, გიორგი კობერიძე, ალექსანდრე ტჩაშვილი, ირაკლი ღვინჯილია (ოთხივე-ლოკომოტივი), ირაკლი გეგენავა, შალვა მახარაშვილი (ორივე-ყოჩები), გიორგი თხილაიშვილი (ბათუმი XV), მერაბ შარიქაძე, ლევან გოგოლაშვილი (ორივე-აკადემია), გიორგი კალმახელიძე, ბექა ბიწაძე (ორივე-არმია), ზაქარია ზირაქაშვილი (ხარები).

B ჯგუფი
საქართველო-საფრანგეთი 12:7, საქართველო-რუმინეთი 21:12, ესპანეთი-საქართველო 24:5, საქართველო-უკრაინა 14:12, საქართველო-უელსი 14:0

ნახევარფინალი
საქართველო-პორტუგალია 10:24, ინგლისი-ესპანეთი 24:14

III ადგილისთვის
საქართველო-ესპანეთი 0:27

ფინალი
ინგლისი-პორტუგალია 24:14

საბოლოო მდგომარეობა
1. ინგლისი, 2. პორტუგალია, 3. ესპანეთი, 4. საქართველო, 5. საფრანგეთი, 6. უელსი, 7. რუსეთი, 8. იტალია, 9. რუმინეთი, 10. უკრაინა, 11. მოლდოვა, 12. ჰოლანდია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული