მასტერტონში ქართველებს ეძებენ

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ახალ ზელანდიაში გასამართ მსოფლიოს თასზე სექტემბრის ბოლოს პატარა ქალაქ მასტერტონში დაბინავდება, რომელიც ამ ქვეყნის ჩრდილოეთ კუნძულის სამხრეთში, ვირაპარას რეგიონში მდებარეობს.

ქალაქი პალმერსთონი, სადაც "ბორჯღალოსნები" ორ მატჩს გამართავენ რუმინეთისა და არგენტინის ნაკრებებთან, მასტერტონიდან 60 კილომეტრითაა დაშორებული.

მასტერტონელები საქართველოს ნაკრების დასახვედრად და საქომაგოდ აქედანვე შეუდგნენ მზადებას. ვირაპარაში მსოფლიოს თასის საორგანიზაციო კომიტეტის კოორდინატორმა კეტრინ როსსიტერ-სტიდმა ყველაფერი იღონა, რათა ახალ ზელანდიაში ქართველები მოეძია.

"ჩვენ დავბეჭდეთ სპეციალური ბიულეტენები, განცხდება გავავრცელეთ ტელევიზიითა და რადიოთი, აქტიურად ვიყენებდით Facebook-საც, მაგრამ ახალ ზელანდიაში მცხოვრები ქართველები მოუხელთებელნი
გამოდგნენ.

გვინდა, შევქმნათ საქართველოს ნაკრების ქომაგთა გუნდი. ვინაიდან აქაური ქართველები ვერ მოვიზიდეთ, მოვუწოდებ ყველა ჯორჯს და ჯორჯიას, რათა მობრძანდნენ და ჩვენს ღონისძიებებზე საქართველოს წარმოადგენდნენ.

14 ივლისს ჩვენ კიდევ ერთხელ შევიკრიბებით, კარგი იქნება თუ საქართველოს ნაკრების პოტენციური ქომაგები თეთრ-წითელი მაისურებით გვეწვევიან. ღონისძიებაზე მსოფლიოს თასის ორი მატჩის ბილეთს გავათამაშებთ. სამომავლოდ კი საკმაოდ მრავალფეროვან, საინტერესო პროგრამას შემოგთავაზებთ", - თქვა კეტრინ როსსიტერ-სტიდმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
როგორ არ ვართ, ბილეთებიც აღებული გვაქვს და ვემზადებით.
giorgi
07:54 05-07-2011
0
მივესალმები ფანკლუბის შექმნას და ვუსურვებ წარმატებებს ბორჯღალოსნებს.

ისე დავიჯერო ქართველები არ იქნებიან ზელანდიაში?
llgg
14:37 28-06-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული