საქართველოს ნაკრები ხუთი თამაშიდან ორს შინ გამართავს პორტუგალიისა და რუსეთის ნაკრებებთან. უკრაინის, ესპანეთისა და რუმინეთის ეროვნულ გუნდებს კი სტუმრად დაუპირისპირდება.
ვინაიდან ერთა თასის მომავალი წლის გათამაშება მსოფლიოს თასის შემდგომი სეზონია, უნდა ვივარაუდოთ, რომ საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ამ ტურნირს ექსპერიმენტებისა და ახალი გუნდის ჩამოყალიბებისთვის გამოიყენებს. რადგან მომდევნო, 2013-14 წლების სეზონი, უკვე 2015 წელს ინგლისში გასამართი მსოფლიოს თასის გათამაშების შესარჩევი ტურნირი იქნება.
ერთა თასი
უკრაინა-საქართველო
11 თებერვალი
ესპანეთი-საქართველო
25 თებერვალი
საქართველო-პორტუგალია
10 მარტი
რუმინეთი-საქართველო
17 მარტი
საქართველო-რუსეთი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"