პირველი ნაბიჯები ახალი ზელანდიისკენ

AutoSharing Option
საქართველოს მორაგებთა ნაკრები ახალ ზელანდიაში გასამართი მსოფლიოს თასისთვის მზადებას 4 ივლისს თბილისში დაიწყებს.

"ბორჯღალოსანთა" შოტლანდიელმა თავკაცმა რიჩი დიქსონმა უკვე შეარჩია ის 32 მორაგბე, ვინც საწვრთნელ შეკრებაზე გამოიძახა. მათგან დიქსონი იმ 30 მოთამაშეს, რომლებიც ახალზელანდიაში გაემგზავრებიან, აგვისტოში გამოავლენს.

ამჟამინდელ გუნდში ვერ მოხვდნენ ვეტერანები, მესამეხაზელი გია ლაბაძე და ფულბეკი ბესიკ ხამაშურიძე. ამასთან, ნაკრებში სამი ახალწვეულია. ცხრა ნომერმა გიორგი ბეგაძემ, მგეზავმა ლაშა ხმალაძემ და მესამეხაზელმა გივი ბერიშვილმა ბუქარესტში გამართულ IRB-ს ერთა თასზე თავი დადებითად წარმოაჩინეს და დიქსონმა ისინი საწვრთნელ შეკრებაზე გამოიძახა.

აღსანიშნავია, რომ
დანარჩენი ის მორაგბეები, რომლებიც გაფართოებულ, 45-კაციან განაცხადში იყვნენ დასახელებულნი, რეზერვად მოიაზრებიან და მზადებას ინდივიდუალური პროგრამით განაგრძობენ, რათა საჭიროების შემთხვევაში გუნდს შეუერთდნენ.

შეგახსენებთ, რომ "ბორჯრალოსნები" თბილისში ორი კვირა დარჩებიან და ძირითადად ფიზიკური კონდიციების დახვეწაზე იზრუნებენ. ამის შემდეგ ჩვენი ეროვნული გუნდი გეზს საფრანგეთისკენ აიღებს, სადაც ახალ ზელანდიაში გამგზავრებამდე ივარჯიშებენ. საქართველოს ნაკრები იქვე, აგვისტოში რამდენიმე საწვრთნელ შეხვედრას გამართავს საფრანგეთის ჩემპიონატის ელიტური, პირველი დივიზიონის გუნდებთან.

ჩვენ ეროვნულ გუნდს ახალ ზელანდიაში პირველი სერიოზული გამოცდა 14 სექტემბერს ექნება. ინვერქარგილში, ჯგუფური ტურნირის პირველ მატჩში, "ბორჯღალოსნები" შოტლანდიის ნაკრებს დაუპირისპირდებიან.

საქართველოს ნაკრები
პირველი ხაზი: დავით ხინჩაგიშვილი, ვასილ კაკოვინი (ორივე-ბრივი), აქვსენტი გიორგაძე (კასტრი), ჯაბა ბრეგვაძე (ყოჩები), გოდერძი შველიძე (მონპელიე), დავით ზირაქაშვილი (კლერმონი), დავით ქუბრიაშვილი (ტულონი).
მეორე ხაზი: ლევან დათუნაშვილი (ორიაკი), ილია ზედგინიძე (კარკერენი), ვახტანგ მაისურაძე (ლა სეინი), გიორგი ნემსაძე (მონტობანი)
მესამე ხაზი: მამუკა გორგოძე, გიორგი ჩხაიძე (ორივე-მონპელიე), ზვიად მაისურაძე, გივი ბერიშვილი (ორივე-ლოკომოტივი), შალვა სუთიაშვილი (მასი), დიმოტრი ბასილაია (ობენა), ვიქტორ კოლელიშვილი (კლერმონი).
#9: ირაკლი აბუსერიძე (ოსერი), ბიძინა სამხარაძე (არმია), გიორგი ბეგაძე (ყოჩები)
#10: მერაბ კვირიკაშვილი (სენ ჟინიენი), ლაშა მალაღურაძე (ბეზიე), ლაშა ხმალაძე (ლელო)
#12-13: დავით კაჭარავა (ნიცა), თედო ზიბზიბაძე (პერიგო), რეზო გიგაური (ფიჟაკი), ალექსანდრე თოდუა (ლელო)
#11-14: ირაკლი მაჩხანელი (სენტ ეტიენი), ლექსო გუგავა (ლელო), ირაკლი ჩხიკვაძე (აია)
#15: მალხაზ ურჯუკაშვილი (გურდო).

მსოფლიოს თასი
B ჯგუფი
14 სექტემბერი
საქართველო-შოტლანდია
18 სექტემბერი
საქართველო-ინგლისი
28 სექტემბერი
საქართველო-რუმინეთი
2 ოქტომბერი
საქართველო-არგენტინა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
აბა ეს არის რა, იმმენა ამ 2 ვეტერანის იმედი მქონდა, ორივე ძაან მაგრები არიან, თადარიგში მაინც უნდა ყოლოდა
zura1504
13:46 01-07-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული