"ნარშავები" - კალენდარი ჩვენთვის ხელსაყრელია

AutoSharing Option
ახალ ზელანდიაში გასამართ მსოფლიოს თასზე საქართველოს ნაკრების მეტოქის, შოტლანდიის ნაკრების ინგლისელმა თავკაცმა ენდი რობინსონმა ახლახან გამოაცხადა, რომ მისთვის უკვე ცნობილია 25 მორაგბის ვინაობა, ვინც გუნდის 30-კაციან განაცხადში აუცილებლად მოხვდება.

"ნარშავები" მსოფლიო თასისთვის მზადებას უკვე შეუდგნენ და დარჩენილი ხუთი ადგილის დასაკავებლად 15 მორაგბე "იბრძოლებს". რობინსონი 2003 წლის მსოფლიო თასზე, როცა ინგლისის ნაკრებმა პირველი ადგილი დაიკავა, ამ გუნდის შერკინების მწვრთნელი იყო, შესაბამისად ის დიდი გამოცდილების სპეციალისტია და "სკტების" ქომაგებს იმედი აქვთ, ენდი არჩევანში არ შეცდება.

შოტლანდიის ნაკრები მსოფლიო თასისთვის მზადების გეგმით აგვისტოში
ირლანდიის ნაკრებს ორჯერ დაუპირისპირდება და რობინსონი მხოლოდ ამის შემდეგ გამაოცხადებს ნაკრების სრულ შემადგენლობას. "ნარშავები" მზადების ბოლო ეტაპს ავსტრალიაში გაივლიან. 10 სექტემბერს კი ინვერცარგილში რუმინეთის ნაკრებს დაუპირისპირდებიან.

"მსოფლიო თასის ჯგუფურ ტურნირზე საწყისი ორი შეხვედრა მოკლე ვადებში გვაქვს. რუმინეთთან მატჩის შემდეგ ოთხ დღეში საქართველოს ნაკრებს ვეთამაშებით. ორივე მატჩი, ისევე როგორც დანარჩენი შეხვედრები ძალიან მძიმე იქნება. ეს ორი თამაში ჯგუფის ფავორიტებთან საასპარეზოდ მოსამზედებლად უნდა გამოვიყენოთ.

ვფიქრობ, კალენდარი ჩვენთვის უაღრესად ხელსაყრელია. ქართველებთან მატჩის შემდეგ, არგგენტინის ეროვნულ გუნდთან თამაშამდე, ათდღიანი შუალედი გვაქვს, რაც საშუალებას მოგვცემს კარგად დავისვენოთ, ძალები აღვიდგიონოთ და არსებული ხარვეზების აღმოფხვრაზე ვიზრუნოთ." - თქვა ენდი რობინსონმა.

შოტლანდიის ნაკრები
უკანა ხაზი: ჯო ენსბრო (ნორსჰემპთონი), მაიკ ბლერი, ბენ კაირნსი, ნიკ დე ლუკა, გრეგ ლაიდლოუ, კრის პატერსონი (ყველა-ედინბურგი), კრის კასიტერი, მაქს ევანსი, რუარიდ ჯექსონი, გრემ მორისონი (სამივე-გლაზგო), ჯეკ კათბერტი (ბასი), საიმონ დენიელი (ალსტერი), რორი ლამონტი (ტულონი), შონ ლამონტი (ჰლანეჰლი), რორი ლოუსონი (გლოსტერი), დენ პარქსი (კარდიფი), ჰუგო საუთვილი (სტად ფრანსე), ნიკი ვოლკერი (ოსფრიზი).
შერკინება: ჯონ ბარკლი, ჯონ ბითი, რეი გრანტი, რიჩი გრეი, დაგ ჰალი, რობერტ ჰარლი, ალისტერ კელოკი, ფერგიუს თომსონი, რიჩი ვერნონი, მურეი ლოუ (ყველა-გლაზგო), კელი ბრაუნი (სარასენზი), გოფ კროსი, დევიდ დენტონი, როს ფორდი, ალენ იაკობსენის, როს რენი (ყველა-ედინბურგი), ალასდაირ დიკინსონი, ჯიმი ჰემილთონი, სკოტ ლაუსონი, ალასდაირ სტროკოში (ოთხივე-გლოსტერი), ევან მურეი (ნიუკასლი), ნათან ჰაინსი (ლენსტერი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული