"მუხის ფოთლების" ფრანგმა თავკაცმა რობერ ანტონენმა 34 მორაგბე იხმო. გუნდის შემადგენლობა დიდად არ განსხვავდება იმ რაზმისგან, რომელმაც ახლახან ბუქარესტში გამართულ IRB-ს ერთა თასზე წარუმატებლად იასპარეზა.
რუმინელებმა ეს ტურნირი, რომელიც დიდი ხანია ბუქარესტში ტარდება ერთხელაც ვერ მოიგეს. ამჯერადაც, მათ სამი მატჩიდან ორი წააგეს და ბოლოსწინა, მეხუთე ადგილზე დაასრულეს ასპარეზობა. მიუხედავად ამისა, ანტონენის გუნდში მაინც ვერ მოინახა ადგილი ვეტერანი მეორეხაზელი სორინ სოკოლისთვის. ისევ უარობს ნაკრებში თამაშს
სხვა მხრივ ანტონენის განკარგულებაში ყველა საუკეთესო რუმინელი მორაგბეა. "სტეჟარის" თავკაცმა კიდევ ერთხელ დაადსტურა რუმინულ რაგბიში არსებული კრიზისის შესახებ გამოთქმული მოსაზრება და ამ ქვეყნის გუნდს ახალ ზელანდიაში მხოლოდ ერთი თამაშის მოსაგებად ამზადებს. რუმინელთა სამიზნე კი ცნობილია- საქართველოს ეროვნული ნაკრები.
რუმინეთის ნაკრები
პირველი ხაზი: ნიკოლაე ნერე, სეზარ პოპესკუ, დრაგოშ დიმა, მიჰაიტა ლაზარი, იონ პაულიკა, სილვიუ ფლორეა, მარიუს ტინკუ, ბოგდან ზებეგა, ანდრეი რადოი.
მეორე ხაზი: კრისტიან პეტრე, ვალენტინ ურსაკე, ვალენტინ პოპარლანი, მარიუს სირბე.
მესამე ხაზი: სტელიან ბურეა, მიჰაი მაკოვეი, დანიელ იონუსი, ოვიდიუ ტონიცა, დანიელ კარპო, ვასილე რუსი.
#9: ლუჩან სირბუ, ფლორინ სურუგუი, ვალენტინ კალაფეტეანუ.
#10: დანუც დუმბრავა, იონუც დიმოფტე.
#12-13: კონსტანტინ გეარა, ჩაბა გალი, იონელ კაზანი, კატალინ დესკალუ.
#11-14: კატალინ ფერკუ, კატალინ ნიკოლაე, მადალინ ლემნარუ, სტეფან ჩუნტუ.
#15: ვლაიკუ ფლორინ, იულიან დუმიტრაში
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ინფრასტრუქტურაზე მთავრობას რო მადლობა უთხრეს მაგ რეპორტაჟში, სწორი იქნებოდა, ივანიშვილიც ეხსენებინათ.