"მუხის ფოთლების" სამიზნე - საქართველო

AutoSharing Option
ახალ ზელანდიაში გასამართი მსოფლიოს თასის გათამაშებაში საქართველოს ნაკრების მეტოქე, რუმინეთის ეროვნული გუნდი მომავალი ბატალიებისთვის მზადებას შეუდგა.

"მუხის ფოთლების" ფრანგმა თავკაცმა რობერ ანტონენმა 34 მორაგბე იხმო. გუნდის შემადგენლობა დიდად არ განსხვავდება იმ რაზმისგან, რომელმაც ახლახან ბუქარესტში გამართულ IRB-ს ერთა თასზე წარუმატებლად იასპარეზა.

რუმინელებმა ეს ტურნირი, რომელიც დიდი ხანია ბუქარესტში ტარდება ერთხელაც ვერ მოიგეს. ამჯერადაც, მათ სამი მატჩიდან ორი წააგეს და ბოლოსწინა, მეხუთე ადგილზე დაასრულეს ასპარეზობა. მიუხედავად ამისა, ანტონენის გუნდში მაინც ვერ მოინახა ადგილი ვეტერანი მეორეხაზელი სორინ სოკოლისთვის. ისევ უარობს ნაკრებში თამაშს
სოკოლზე არანაკლებ გამოცდილი მესამეხაზელი ალექსანდრუ მანტა.

სხვა მხრივ ანტონენის განკარგულებაში ყველა საუკეთესო რუმინელი მორაგბეა. "სტეჟარის" თავკაცმა კიდევ ერთხელ დაადსტურა რუმინულ რაგბიში არსებული კრიზისის შესახებ გამოთქმული მოსაზრება და ამ ქვეყნის გუნდს ახალ ზელანდიაში მხოლოდ ერთი თამაშის მოსაგებად ამზადებს. რუმინელთა სამიზნე კი ცნობილია- საქართველოს ეროვნული ნაკრები.

რუმინეთის ნაკრები
პირველი ხაზი: ნიკოლაე ნერე, სეზარ პოპესკუ, დრაგოშ დიმა, მიჰაიტა ლაზარი, იონ პაულიკა, სილვიუ ფლორეა, მარიუს ტინკუ, ბოგდან ზებეგა, ანდრეი რადოი.
მეორე ხაზი: კრისტიან პეტრე, ვალენტინ ურსაკე, ვალენტინ პოპარლანი, მარიუს სირბე.
მესამე ხაზი: სტელიან ბურეა, მიჰაი მაკოვეი, დანიელ იონუსი, ოვიდიუ ტონიცა, დანიელ კარპო, ვასილე რუსი.
#9: ლუჩან სირბუ, ფლორინ სურუგუი, ვალენტინ კალაფეტეანუ.
#10: დანუც დუმბრავა, იონუც დიმოფტე.
#12-13: კონსტანტინ გეარა, ჩაბა გალი, იონელ კაზანი, კატალინ დესკალუ.
#11-14: კატალინ ფერკუ, კატალინ ნიკოლაე, მადალინ ლემნარუ, სტეფან ჩუნტუ.
#15: ვლაიკუ ფლორინ, იულიან დუმიტრაში

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ვიდეოს ვერ გავუკეთე კომენტარი და მინდა აქ დავწერო და იმედია მიაქცევთ ყურადღებას...
ვიდეოს ქვია "ქართველი რაგბისტები CNN-ზე"
სიტყვა "რაგბისტი" არის პარადოქსი, წარსულის მახინჯი გადმონაშთი, რუსულის და ქართულის მახინჯი კომბინაცია, როდესაც ქართულში გვაქვს ამის შესატყვისი " მორაგბე" და შესაბამისად "ქართველი მორაგბეები", გთხოვთ როცა არსებობს იმის საშუალება, რომ ვიხმაროთ შესაბამისი ქართული სიტყვები და ქართული ნამდვილად არაა ღარიბი ენა მოვერიდოთ უცხოურ ტერმინებს. გინდ რუსული იყოს ეს და გინდ ინგლისური... ეს შოვინიზმი არა ეს მშობლიური ენის პატივისცემაა და ალბათ მოგეხსენებათ, რომ რაგბში თითქმის ყველაფერს აქვს ქართული შესატყვისი, რაზეც თავის დროზე იზრნა ბატონმა ზაალ გიგინეიშვილმა, რისთვისაც დიდი მადლობა ამ კაცს...
მადლობა ყურადღებისთვის.
omar korgazakhia
12:27 03-07-2011
0
"პიანისტიც" გადმონაშთია "კარატისტიც"?

ინფრასტრუქტურაზე მთავრობას რო მადლობა უთხრეს მაგ რეპორტაჟში, სწორი იქნებოდა, ივანიშვილიც ეხსენებინათ.
goiona
23:26 03-07-2011
0

სიახლეები პოპულარული