ახალი ზელანდიისთვის მზადება დაიწყო

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა დღეს, 4 ივლისს ახალ ზელანდიაში გასამართი მსოფლიოს თასისთვის მზადება დაიწყო. "ბორჯღალოსნები" სასტუმრო "ქორთიარდ მერიოტში" დაბანაკდნენ და ვარჯიშებს "შევარდენის სანაკრებო ბაზაზე" ჩაატარებენ.

ჩვენი ეროვნული გუნდი ავსტრალიელი სპეცილისტის, ფიზმომზადების მწვრთნელის, გერეთ ადამსონის ხელმძღვანელობით თბილისში ორი კვირის განმავლობაში ივარჯიშებს. მას მთავარი მწვრთნელის, რიჩი დიქოსნის ასისტენტი ილია მაისურაძე დაეხმარება. დიქსონი თბილისში 11 ივლისს ჩამოვა და საწვრთნელ პროცესს გაუძღვება.

"ბორჯღალოსნები" 18 ივლისს საფრანგეთში, ქალაქ კანში გაემგზავრებიან, სადაც ერთ კვირას ისევ ფიზმომზადებას დაუთმობენ. მერე კი ჯონ მაგლტონისა და დონ კასკის განკარგულებაში გადავლენ. საფრანგეთში
საქართველოს ნაკრები ელიტური, პირველი დივიზიონის გუდნებთან ორ საწვრთნელ შეხვედრას გამართავს.

თბილისში მზადების პერიოდში, ჩვენი გუნდი ორ ღია ვარჯიშშს ჩაატარებს, რომელზეც ჟურნალისტებთან ერთად დასწრების უფლება ქომაგებსაც ექნებათ.
საქართველოს ნაკრები ახალი ზელანდიისკენ გეზს 3 სექტემბერს აიღეებს. ჩვენ ეროვნულ გუნდს იქ პირველი სერიოზული გამოცდა 14 სექტემბერს ელის. ინვერქარგილში, ჯგუფური ტურნირის პირველ მატჩში, "ბორჯღალოსნები" შოტლანდიის ნაკრებს დაუპირისპირდებიან.

ამასობაში კი მსოფლიოს თასის ორგანოზატორებმა მატჩზე დასასწრები ბილეთების ბოლო პარტია გამოიტანეს გასაყიდად. სარეალიზაციოდ 700 ათასი ბილეთია დარჩენილი. დღემდე გაყიდულია 900 ათასი ბილეთი, რომლის საერთო ღირებულება 200 მილიონი დოლარია.

როგორც საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელმა მარტინ ნედანმა თქვა, ყველაზე ძვირი ბილეთები თითქმის ყველა გაყიდულია. ახლა შედარებით იაფი ბილეთების ჯერია, რომლებიც სავარაუდოდ, უახლოესი ორი კვირის განმავლობაში სრულად უნდა გაიყიდოს.

საქართველოს ნაკრები
პირველი ხაზი: დავით ხინჩაგიშვილი, ვასილ კაკოვინი (ორივე-ბრივი), აქვსენტი გიორგაძე (კასტრი), ჯაბა ბრეგვაძე (ყოჩები), გოდერძი შველიძე (მონპელიე), დავით ზირაქაშვილი (კლერმონი), დავით ქუბრიაშვილი (ტულონი).
მეორე ხაზი: ლევან დათუნაშვილი (ორიაკი), ილია ზედგინიძე (კარკერენი), ვახტანგ მაისურაძე (ლა სეინი), გიორგი ნემსაძე (მონტობანი)
მესამე ხაზი: მამუკა გორგოძე, გიორგი ჩხაიძე (ორივე-მონპელიე), ზვიად მაისურაძე, გივი ბერიშვილი (ორივე-ლოკომოტივი), შალვა სუთიაშვილი (მასი), დიმოტრი ბასილაია (ობენა), ვიქტორ კოლელიშვილი (კლერმონი).
#9: ირაკლი აბუსერიძე (ოსერი), ბიძინა სამხარაძე (არმია), გიორგი ბეგაძე (ყოჩები)
#10: მერაბ კვირიკაშვილი (სენ ჟინიენი), ლაშა მალაღურაძე (ბეზიე), ლაშა ხმალაძე (ლელო)
#12-13: დავით კაჭარავა (ნიცა), თედო ზიბზიბაძე (პერიგო), რეზო გიგაური (ფიჟაკი), ალექსანდრე თოდუა (ლელო)
#11-14: ირაკლი მაჩხანელი (სენტ ეტიენი), ლექსო გუგავა (ლელო), ირაკლი ჩხიკვაძე (აია)
#15: მალხაზ ურჯუკაშვილი (გურდო).

მსოფლიოს თასი
B ჯგუფი
14 სექტემბერი
საქართველო-შოტლანდია

18 სექტემბერი
საქართველო-ინგლისი

28 სექტემბერი
საქართველო-რუმინეთი

2 ოქტომბერი
საქართველო-არგენტინა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ღმერთი თქვენსკენ ბიჭებო !!
maxsimas
04:31 05-07-2011
0

სიახლეები პოპულარული