რეიტინგში იაპონიას გავუსწარით

AutoSharing Option
წყნარი ოკეანის აუზის ქვეყნების ჩემპიონატში პირველი ტურის მატჩები გაიმართა, რომლის შემდეგაც მსოფლიო კლასიფიკაციაში ცვლილებები მოხდა.

იაპონიის ნაკრები სამოას ეროვნულ გუნდთან დამარცხდა 15:34 და რეიტინგში საქართველოს ნაკრებმა გადაასწრო, თუმცა ჩვენ გუნდს წინ არ წაუწევია, ის ისევ მე-14 ადგილზეა. რადგან ყველასთვის მოულოდნელად, ტონგამ, რომელიც ერთი საფეხურით ჩამოგვრჩებოდა მე-10 საფეხურზე მყოფ ფიჯის ნაკრებს მოუგო 45:21. შედეგად ტონგამ ჩვენც გაგვისწრო და ფიჯისაც.

მსოფლიო რეიტინგი
1. ახალი ზელანდია - 93,19 ქულა. 2. ავსტრალია - 87,45. 3. სამხრეთ აფრიკა - 86,44. 4. ირლანდია - 82,51. 5.
ინგლისი - 82,48. 6. საფრანგეთი - 82,06. 7. უელსი - 79,55. 8. არგენტინა - 78,97. 9. შოტლანდია - 77,35. 10. სამოა - 75,58. 11. იტალია - 73,54. 12 ტონგა - 71,63. 13. ფიჯი - 71,33. 14. საქართველო - 70,30. 15. იაპონია - 69,89. 16. კანადა - 69,78. 17. აშშ - 66,78. 18. რუმინეთი - 65,57, 19. რუსეთი - 61,93. 20. ნამიბია - 61,43.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული