"ბორჯღალოსნები" გუშინწინ ფალავანთა კლუბში მოჭიდავეებს ეწვივნენ და საჭიდაო ხალიჩაზე სპეციფიკური ვარჯიშები ჩაატარეს. მზადების მთავარი ეპიცენტრი კი "შევარდენის სანაკრებო ბაზაა", სადაც ჩვენი გუნდი ვარჯიშების დიდ ნაწილს მართავს.
გუშინ, 6 ივლისს ძალოსნობის დღე იყო, საქართველოს ნაკრების მორაგბეები სიმძიმეებს შეეჭიდნენ. "ბორჯღალოსნები" თბილისში 18 ივლისამდე დარჩებიან და ამ დროს მთლიანად ფიზმომზადებას დაუთმობენ.
ხვალ,
საქართველოს ნაკრები
პირველი ხაზი: დავით ხინჩაგიშვილი, ვასილ კაკოვინი (ორივე-ბრივი), აქვსენტი გიორგაძე (კასტრი), ჯაბა ბრეგვაძე (ყოჩები), გოდერძი შველიძე (მონპელიე), დავით ზირაქაშვილი (კლერმონი), დავით ქუბრიაშვილი (ტულონი).
მეორე ხაზი: ლევან დათუნაშვილი (ორიაკი), ილია ზედგინიძე (კარკერენი), ვახტანგ მაისურაძე (ლა სეინი), გიორგი ნემსაძე (მონტობანი)
მესამე ხაზი: მამუკა გორგოძე, გიორგი ჩხაიძე (ორივე-მონპელიე), ზვიად მაისურაძე, გივი ბერიშვილი (ორივე-ლოკომოტივი), შალვა სუთიაშვილი (მასი), დიმოტრი ბასილაია (ობენა), ვიქტორ კოლელიშვილი (კლერმონი).
N:9: ირაკლი აბუსერიძე (ოსერი), ბიძინა სამხარაძე (არმია), გიორგი ბეგაძე (ყოჩები)
N:10: მერაბ კვირიკაშვილი (სენ ჟინიენი), ლაშა მალაღურაძე (ბეზიე), ლაშა ხმალაძე (ლელო)
N:12-13: დავით კაჭარავა (ნიცა), თედო ზიბზიბაძე (პერიგო), რეზო გიგაური (ფიჟაკი), ალექსანდრე თოდუა (ლელო)
N:11-14: ირაკლი მაჩხანელი (სენტ ეტიენი), ლექსო გუგავა (ლელო), ირაკლი ჩხიკვაძე (აია)
N:15: მალხაზ ურჯუკაშვილი (გურდო).
მსოფლიოს თასი
B ჯგუფი
14 სექტემბერი
საქართველო-შოტლანდია
18 სექტემბერი
საქართველო-ინგლისი
28 სექტემბერი
საქართველო-რუმინეთი
2 ოქტომბერი
საქართველო-არგენტინა
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"