"ბორჯღალოსნები" - საჭიდაო ხალიჩიდან ძალოსნობის დარბაზში

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებმა 4 ივლისს ახალ ზელანდიაში გასამართი მსოფლიოს თასისთვის მზადება დაიწყო. ნაკრების მწვრთნელის, რიჩი დიქსონის მიერ არჩეული 32 მორაგბე სასტუმრო "ქორთიარდ მერიოტში" დაბინავდა და ავსტრალიელი ფიზმომზადების მწვრთნელის, გერეთ ადამსონის ხელმძღვანელობით ვარჯიშობს.

"ბორჯღალოსნები" გუშინწინ ფალავანთა კლუბში მოჭიდავეებს ეწვივნენ და საჭიდაო ხალიჩაზე სპეციფიკური ვარჯიშები ჩაატარეს. მზადების მთავარი ეპიცენტრი კი "შევარდენის სანაკრებო ბაზაა", სადაც ჩვენი გუნდი ვარჯიშების დიდ ნაწილს მართავს.

გუშინ, 6 ივლისს ძალოსნობის დღე იყო, საქართველოს ნაკრების მორაგბეები სიმძიმეებს შეეჭიდნენ. "ბორჯღალოსნები" თბილისში 18 ივლისამდე დარჩებიან და ამ დროს მთლიანად ფიზმომზადებას დაუთმობენ.

ხვალ,
8 ივლისს 17 საათზე საქართველოს ნაკრები ღია ვარჯიშს გამართავს, რომლის ნახვის საშუალება ჟურნალისტებთან ერთად ქომაგებსაც ექნებათ.

საქართველოს ნაკრები
პირველი ხაზი: დავით ხინჩაგიშვილი, ვასილ კაკოვინი (ორივე-ბრივი), აქვსენტი გიორგაძე (კასტრი), ჯაბა ბრეგვაძე (ყოჩები), გოდერძი შველიძე (მონპელიე), დავით ზირაქაშვილი (კლერმონი), დავით ქუბრიაშვილი (ტულონი).
მეორე ხაზი: ლევან დათუნაშვილი (ორიაკი), ილია ზედგინიძე (კარკერენი), ვახტანგ მაისურაძე (ლა სეინი), გიორგი ნემსაძე (მონტობანი)
მესამე ხაზი: მამუკა გორგოძე, გიორგი ჩხაიძე (ორივე-მონპელიე), ზვიად მაისურაძე, გივი ბერიშვილი (ორივე-ლოკომოტივი), შალვა სუთიაშვილი (მასი), დიმოტრი ბასილაია (ობენა), ვიქტორ კოლელიშვილი (კლერმონი).
N:9: ირაკლი აბუსერიძე (ოსერი), ბიძინა სამხარაძე (არმია), გიორგი ბეგაძე (ყოჩები)
N:10: მერაბ კვირიკაშვილი (სენ ჟინიენი), ლაშა მალაღურაძე (ბეზიე), ლაშა ხმალაძე (ლელო)
N:12-13: დავით კაჭარავა (ნიცა), თედო ზიბზიბაძე (პერიგო), რეზო გიგაური (ფიჟაკი), ალექსანდრე თოდუა (ლელო)
N:11-14: ირაკლი მაჩხანელი (სენტ ეტიენი), ლექსო გუგავა (ლელო), ირაკლი ჩხიკვაძე (აია)
N:15: მალხაზ ურჯუკაშვილი (გურდო).

მსოფლიოს თასი
B ჯგუფი
14 სექტემბერი
საქართველო-შოტლანდია

18 სექტემბერი
საქართველო-ინგლისი

28 სექტემბერი
საქართველო-რუმინეთი

2 ოქტომბერი
საქართველო-არგენტინა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული