გუშინ ჩვენმა ეროვნულმა გუნდმა ღია ვარჯიში გამართა. თუმცა, სანამ აუტანელ სიცხეში, მორაგბეები წვრთნას შეუდგებოდნენ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლადო ვარძელაშვილმა საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ფრანგული "მონპელიეს" მესამეხაზელ მამუკა გორგოძეს სპორტის რაინდის წოდების მოწმობა და ორდენი გადასცა.
ვარჯიშს საქართველოს ნაკრების ფიზმომზადების ავსტრალიელი მწვრთნელი გერეთ ადამსონი ხელმძღვანელობდა, რომელსაც რამდენიმე ქართული სიტყვის სწავლა უკვე მოუსწრია. ბუქარესტში გამართული IRB-ს ერთა
ტრადიცული მოკლევადიანი მოთელვის შემდეგ ადამსონმა გუნდი სამ ნაწილად გაჰყო. ისინი, ვისაც მიკრო ტრავმები აწუხებდა და დასვენებას საჭიროებდა ძალოსნობის დარბაზში დაასაქმა. ერთ ნაწილს ბურთი მისცა და მოედის ცენტრში, მოკლე მონაკვეთში დაცვასა და შეტევის ორგანიზებაში ავარჯიშა. ამასობაში, მესამე ნაწილი, წყვილ-წყვილად მოედნის ბოლოდან ცენტრამდე სიმძიმეებს ეზიდებოდნენ. მერე მოედანზე მოვარჯიშეებმა ადგილები გაცვალეს.
დაახლოებით ერთი საათის შემდეგ "ბორჯღალოსნები" კიდის ერთი კიდის ხაზიდან მეორესკენ უზარმაზარი ბორბლები გადაჰქონდათ. ერთი სიტყვით, საშინელი სიცხის მიუხედავად, ვარჯიში საკმაოდ ხალისიანი და ცოცხალი გამოვიდა. სიმძიმეების ზიდვას, სათამაშო ელემენტების დამუშავება ცვლიდა, რამაც, ვფიქრობთ, ვარჯიში საინტერეოს და, რაც მთავარია, სასარგებლო გახადა.
აღსანიშნავია, რომ ფულ ბეკმა მალხაზ ურჯუკაშვილმა პირველვე წვრთნაზე კუნთი დაიჭიმა და ექიმის მეთვალყურეობით სპეციალიური ვარჯიშები შეასრულა. ჯერჯერობით ნაკრებთან ერთად არ არიან შუამარბი თედო ზიბზიბაძე და მგეზავი ლაშა მალაღურაძე, მათ გუნდებს სეზონი ახლახან დაუმთავრდათ და მწვრთნელებმა დასვენების საშუალება მისცეს.
საქართველოს ნაკრები
პირველი ხაზი: დავით ხინჩაგიშვილი, ვასილ კაკოვინი (ორივე-ბრივი), აქვსენტი გიორგაძე (კასტრი), ჯაბა ბრეგვაძე (ყოჩები), გოდერძი შველიძე (მონპელიე), დავით ზირაქაშვილი (კლერმონი), დავით ქუბრიაშვილი (ტულონი).
მეორე ხაზი: ლევან დათუნაშვილი (ორიაკი), ილია ზედგინიძე (კარკერენი), ვახტანგ მაისურაძე (ლა სეინი), გიორგი ნემსაძე (მონტობანი)
მესამე ხაზი: მამუკა გორგოძე, გიორგი ჩხაიძე (ორივე-მონპელიე), ზვიად მაისურაძე, გივი ბერიშვილი (ორივე-ლოკომოტივი), შალვა სუთიაშვილი (მასი), დიმოტრი ბასილაია (ობენა), ვიქტორ კოლელიშვილი (კლერმონი).
N:9: ირაკლი აბუსერიძე (ოსერი), ბიძინა სამხარაძე (არმია), გიორგი ბეგაძე (ყოჩები)
N:10: მერაბ კვირიკაშვილი (სენ ჟინიენი), ლაშა მალაღურაძე (ბეზიე), ლაშა ხმალაძე (ლელო)
N:12-13: დავით კაჭარავა (ნიცა), თედო ზიბზიბაძე (პერიგო), რეზო გიგაური (ფიჟაკი), ალექსანდრე თოდუა (ლელო)
N:11-14: ირაკლი მაჩხანელი (სენტ ეტიენი), ლექსო გუგავა (ლელო), ირაკლი ჩხიკვაძე (აია)
N:15: მალხაზ ურჯუკაშვილი (გურდო).
მსოფლიოს თასი
B ჯგუფი
14 სექტემბერი
საქართველო-შოტლანდია
18 სექტემბერი
საქართველო-ინგლისი
28 სექტემბერი
საქართველო-რუმინეთი
2 ოქტომბერი
საქართველო-არგენტინა
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"