"ბორჯღალოსნები" პატრიარქმა დალოცა

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ახალ ზელანდიაში გასამართი მსოფლიოს თასისთვის მზადებას განაგრძობს.

"ბორჯღალოსნები" თბილისში კიდევ ერთ კვირას დარჩებიან და მერე საფრანგეთში, საყოველთაოდ ცნობილ საკურორტო ქალაქ კანში გადაბარგდებიან. მანამდე კი, ჩვენი მორაგბეები ტრადიციულად სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორეს შეხვდნენ.

პატრიარქმა "ბორჯღალოსნები" დალოცა და მსოფლიოს რაგბის უდიდეს ფორუმზე წარმატებები უსურვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული