პატარა საქართველო შორეულ მასტერტონში

AutoSharing Option
ახალ ზელანდიაში "როუდ შოუ" გრძელდება. მსოფლიოს თასმა, რომელიც ამ ქვეყნის იმ ქალაქებში მოგზაურობს, სადაც მომავალი ბატალიები გაიმართება, მასტერტონში ჩააღწია.

მასტერტონი ახალი ზელანდიის ჩრდილოეთ კუნძულის სამხრეთში მდებარეობს. საქართველოს ნაკრები ერთადერთი გუნდია, რომელიც ამ პატარა ქალაქში იცხოვრებს. "ბორჯღალოსნები" მასტერტონელების სტუმართმოყვარეობით შვიდი დღის განმავლობაში, 19 სექტემბრიდან 26 სექტემბრამდე ისარგებლებენ.

აღსანიშნავია, რომ პალმერსთონი, სადაც ჩვენი ეროვნული გუნდი ორ შეხვედრას გამართავს რუმინეთისა და არგენტინის ნაკრებებთან, მასტერტონიდან 70 კილომეტრითაა დაშორებული. ყოველივე ამის გამო ამ ქალაქის მკვიდრნმა საქართველოს ნაკრების ქომაგობა განიზრახეს და გულშემატკივართა კლუბიც შექმნეს.

ვებ ელისის
თასის სტუმრობამ ქალქის მცხოვრებლების დიდი ინტერესი გამოიწვია. მიმდინარე "როუდ შოუზე", თასის სანახავად აქ ყველაზე მეტი ქომაგი მივიდა.

მასტერტონელებმა ორგანიზატორების თხოვნა გაითვალისწინეს და ღონისძიერბაზე საქართველოს ნაკრების ფერებში გამოწყობილი მივიდნენ. ბევრი მათგანი ქართულ დროშასაც აფრიალებდა.

მსოფლიოს თასისთვის მოწყობილი სპეციალური შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე კი, მზარეულები სტუმრებს ქართული კუპატით უმასპინძლდებოდნენ. მათ შორის ოცდაათზე მეტია ჯორჯი და ჯორჯია აღმოჩნდა. ყველაზე ეფექტური ჩაცმულობის კონკურსში კი და-ძმა ჯესი და ტომ პარკერებმა გაიმარჯვეს და საჩუქრად ორი მატჩის ბილეთები გადაეცათ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული