"პომებმა" ერთი ეტაპი გაიარეს

AutoSharing Option
ახალ ზელანდიაში გასამართ მსოფლიოს თასზე საქართველოს ნაკრების მეტოქემ, ინგლისის ეროვნულმა გუნდმა მზადების პირველი ეტაპი დაასრულა. "პომების" თავკაცის მარტინ ჯონსონის განკარგულებაში 45 მორაგბე იყო. მეორე ეტაპი, როგორც პირველი, ისევ ფიზიკური კონდიციების დახვეწას დაეთმობა და ერთი კვირის თავზე დაიწყება.

აღსანიშნავია, რომ ინგლისის ნაკრები მომავალ მსოფლიოს თასზე ერთ-ერთ უმთავრეს ფავორიტად მოიაზრება. გუნდის გაფართოებულ შემადგენლობაში რამდენიმე ახალი მორაგბეა, რომელთაგან ბოლო ხანს ყველაზე გამორჩეული სამხრეთაფიკული წარმოშობის მეორეხაზელი მარიუს ბოთაა, რომელსაც ინგლისის ჩემპიონატში "სარასენზის" გამარჯვებაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის.

ინგლისელებმა, როგორც უკვე ვთქვით, დიდ ყურადღება ფიზიკურ მომზადებას
დაუთმეს. წვრთნის პროცესში ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა საჭიდაო ხალიჩაზე ბოჭვების ილეთების დახვეწა იყო.

"ვგრძნობ, რომ საუკეთესო ფორმაში ვიმყოფები. კლუბში შესანიშნავი სეზონი მქონდა. ნაკრებშიც ამიტომ გამომიძახეს. აქ ისეთი მდგომარეობაა, რომ რაც აქამდე გითამაშია არაფერს ნიშნავს, ყველაფერი სუფთა ფურცლიდან იწყება და ყველა, ტიტულოვანიც და უტიტულოც თავდაუზოგავად ირჯება.

ამაყი ვარ, რომ მარტინ ჯონსონთან მუშაობამ მომიწია. მისი თამაში მუდამ აღმაფრთოვანებდა, სულ მინდოდა მისთვის მიმებაძა. როგორც მწვრთნელიც, ის შესანიშნავია და ყველაფერს აკეთებს გუნდი ისე მოამზადოს, რომ მაღალი მზნებისთვის ბრძოლა შეძლოს" - თქვა მარიუს ბოთამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები "პომებს" 18 სექტემებერს დანიდინში დაუპირისპირდება.

ინგლისის ნაკრები
შერკინება: მორის ბოთა, ჯორჯ ჩატერი, დენ კოლი, ალექს კორბისერო, ტომ კროფტი, ლუის დეკონი, პაულ დორან ჯოუნზი, ნიკ ისტერი, ჰენრი ფური, დილან ჰარტლი, ჯეიმზ ჰესკელი, კორტნი ლოუ, ლი მირსი, ლუის მუდი, ტომ პელმერი, ტიმ რაიანი, კრის რობშოუ, საიმონ შოუ, ანდრიუ შერიდანი, მეთ სტივენსი, სტივ თომსონი, თომ ვალდრომი, დევიდ ვილსონი, ტომ ვუდი, ჯო ვორსლი.
უკანა ხაზი: დელონ ერმითიჯი, კრის ეშტონი, მეთ ბანაჰანი, დენ კერი, მარკ კუეტო, ტობი ფლუდი, რიკუ ფლატი, ბენ ფოდენი, შონთაი ჰეპი, ჩარლი ჰოჯსონი, უგო მუნი, ჩარლი შარპი, ჯო სიმპსონი, ჯეიმზ სიმპსონ-დენიელი, დევიდ დტრიტლი, მაიკ თინდოლი, მანუ ტულიგაი, რიჩარდ ვიგლსვორსი, ჯონი ვილკინსონი, ბენ იანგზი.


მსოფლიოს თასი
14 სექტემბერი
საქართველო-შოტლანდია

18 სექტემბერი
საქართველო-ინგლისი

28 სექტემბერი
საქართველო-რუმინეთი

2 ოქტომბერი
საქართველო-არგენტინა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული