"ბორჯღალოსნების" მზადების მეორე ეტაპი დაიწყო

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები გუშინ, 18 ივლისს გამთენიისას საფრანგეთში გაემგზავრა, სადაც ახალ ზელანდიაში გასამართი მსოფლიოს თასისთვის მზადებას განაგრძობს.

"ბორჯღალოსნები" ლაჟვარდოვან სანაპიროზე, საკურორტო ქალაქ კანიდან 10 კილომეტრში, მანდიო დე ნაპულიში დაბანაკდნენ.

ამ პატარა, წყნარ ქალაქში კარგად განვითარებული სარაგბო ინფრსატრუქტურაა. აქაურ კლუბში კი სხვადასხვა დროს თამაშობდნენ ქართველი მორაგბეები: ბესიკ ხამაშურიძე, რეზო ბელქანია, მალხაზ ურჯუკაშვილი, ილია კახოიძე და დიმა პავლოვი.

მანდიო დე ნაპულიში "ბორჯღალოსნები" 6 აგვისტომდე დაყოფენ და მერე, კლერმონის მახლობლად, ქალაქ ისუარში გადაბარგდებიან, სადაც 21 აგვისტომდე საერთაშორისო ტურნირ "ჩელენჯ ისუარში" იასპარეზებენ.

საქართველოს ნაკრები
პირველ შეხვედრას 13 აგვისტოს ელიტური, მეორე დივიზიონის გუნდ "ორიაკთან" გამართავს, რომელშიც ქართველი მორაგბეები ლევან დათუნაშვილი, კარლენ ასეიშვილი და გიორგი ნაცარაშვილი ირიცხებიან. 19 აგვისტოს კი ჩვენების მეტოქე ამავე დივიზიონის კიდევ ერთი გუნდი, პირველი დივიზიონიდან წლეულს დაქვეითებული "ბურგუენი" იქნება.

ამავე ტურნირში ითამაშებს საფრანგეთის ვიცე-ჩემპიონი, დავით ზირაქაშვილის "კლერმონი", რომელიც 19 აგვისტოს უელსურ "ჰლანეჰლის" დაუპირისპირდება. ისუარში უნდა ეთამაშა მამუკა გორგოძის, გოდერძი შველიძის, გიორგი ჟღენტისა და მიხეილ ნარიაშვილის "მონპელიესაც", თუმცა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ფაბიენ გალტიემ მზადების გეგმა ბოლო მომენტში შეცვალა.

"ჩელენჯ იასუარის" დასრულების შემდეგ "ბორჯღალოსნები" ისევ მანდიო დე ნაპულიში დაბრუნდებიან, სადაც 3 სექტემბრამდე ივარჯიშებენ. ამის შემდეგ კი ჩვენი ეროვნული გუნდი ახალ ზელანდიაში გაემგზავრება.

საქართველოს ნაკრები
პირველი ხაზი: დავით ხინჩაგიშვილი, ვასილ კაკოვინი (ორივე-ბრივი), აქვსენტი გიორგაძე (კასტრი), ჯაბა ბრეგვაძე (ყოჩები), გოდერძი შველიძე (მონპელიე), დავით ზირაქაშვილი (კლერმონი), დავით ქუბრიაშვილი (ტულონი).
მეორე ხაზი: ლევან დათუნაშვილი (ორიაკი), ილია ზედგინიძე (კარკერენი), ვახტანგ მაისურაძე (ლა სეინი), გიორგი ნემსაძე (მონტობანი).
მესამე ხაზი: მამუკა გორგოძე, გიორგი ჩხაიძე (ორივე-მონპელიე), ზვიად მაისურაძე, გივი ბერიშვილი (ორივე-ლოკომოტივი), შალვა სუთიაშვილი (მასი), დიმოტრი ბასილაია (ობენა), ვიქტორ კოლელიშვილი (კლერმონი).
NN:9: ირაკლი აბუსერიძე (ოსერი), ბიძინა სამხარაძე (არმია), გიორგი ბეგაძე (ყოჩები).
NN:10: მერაბ კვირიკაშვილი (სენ ჟინიენი), ლაშა მალაღურაძე (ბეზიე), ლაშა ხმალაძე (ლელო).
NN:12-13: დავით კაჭარავა (ნიცა), თედო ზიბზიბაძე (პერიგო), რეზო გიგაური (ფიჟაკი), ალექსანდრე თოდუა (ლელო).
NN:11-14: ირაკლი მაჩხანელი (სენტ ეტიენი), ლექსო გუგავა (ლელო), ირაკლი ჩხიკვაძე (აია).
NN:15: მალხაზ ურჯუკაშვილი (გურდო).

მსოფლიოს თასი
B ჯგუფი
14 სექტემბერი
საქართველო-შოტლანდია

18 სექტემბერი
საქართველო-ინგლისი

28 სექტემბერი
საქართველო-რუმინეთი

2 ოქტომბერი
საქართველო-არგენტინა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული