მეტოქე - ”სტეჟარიმ” გვიან დაიწყო

AutoSharing Option
ახალ ზელანდიაში გასამართი მსოფლიოს თასის გათამაშებაში საქართველოს ნაკრების მეტოქემ რუმინეთის ეროვნულმა გუნდმა, სხვა ნაკრებებთან შედარებით მზადება გვიან დაიწყო. "სტეჟარის" ფრანგმა თავკაცმა რობერ ანტონენმა ნაკრები მხოლოდ გუშინ, 18 ივლისს შეკრიბა.

"მუხის ფოთლები" მზადებას ოთხ ეტაპად, რუმინეთის ოთხ სხვადასხვა ქალაქში გაივლიან. პირველი ორი ეტაპი, რომელიც 1 აგვისტოს დასრულდება, მთლიანად ფიზიკური კონდიციების დახვეწას დაეთმობა. მერე კი, ახალ ზელანდიაში გამგზავრებამდე, რუმინელები ტაქტიკური სქემების დამუშავებაზე განაგრძობენ მუშაობას.

აღსანიშნავია, რომ ანტონენმა შეკრებაზე 31 მორაგბეს უხმო. ცხადია, ერთი ზედმეტია და ის, სავარაუდოდ, ახალგაზრდა ცხრა ნომერი ფლორინ სურუჯუ
იქნება.

გუნდში ყველაზე გამოცდილი ორი მაღალი კლასის მორაგბეა, შერკინების კვაჭი მარიუშ ტინკუ და მესამეხაზელი ოვიდიუ ტონიცა. საკმაოდ სერიოზულ ძალას წარმოადგენენ ასევე ვეტერანები, საკვანძო პოზიცებზე მოთამაშე, მგეზავი დანუც დუმბრავა და ფულბეკი იულიან დუმიტრაში.

საბოლოოდ გადაწყდა, რომ ახალ ზელანდიაში არ ითამაშებს მესამეხაზელი ალექსანდრუ მანტა, რომელმაც სანაკრებო კარიერა დაასრულა. მწვრთნელებთან კონფლიქტის გამო არ არის "მუხის ფოთლების" შემადგენლობაში მეორეხაზელი, ნაკრების ყოფილი კაპიტანი სორინ სოკოლი.

რუმინელები აგვისტოს ბოლო დეკადაში, ლვოვში უკრაინის ნაკრებს ევროპის ერთა თასის გამოტოვებულ შეხვედრაში დაუპირისპირდებიან. ახალ ზელანდიაში კი ჯგუფური ტურნირის პირველ შეხვედრას შოტლანდიის ეროვნულ გუნდთან 10 სექტემბერს გამართავენ.

რუმინეთის ნაკრები
პირევლი ხაზი: ნიკოლაე ნერე, მიჰაიტა ლაზარი, სილვიუ ფლორეა, დრაგოშ დიმა, პაულიკა იონი, მარიუს ტინკუ, ბოგდან ზებეგა, ანდრეი რადოი.
მეორე ხაზი: ვალენტინ ურსაკე, კრისტიან პეტრე, ვალენტინ პოპირლანი, კოზმინ რატიუ.
მესამე ხაზი: ოვიდიუ ტონიცა, მიჰაი მაკოვეი, დანიელ კარპო, დანიელ იანუსი, სტელიან ბურეა.
N:9: ლუჩიან სირბუ, ვალენტინ კალაფეტეანუ, ფლორინ სურუჯუ.
N:10: დანუც დუმბრავა, იონუც დიმოფტე
N:12-13: ჩაბა გალი, კონსტანტინ გეარა, იონელ კაზანი
N:11-14: კატალინ ფერკუ, მადალინ ლემნარუ, სტეფან ჩუნტუ.
N:15: ფლორინ ვლაიკუ, იულიან დუმიტრაში, კატალინ ნიკოლაე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული