"სკოტები" თავის პირველ საწვრთნელ მატჩს "მერიფილდზე" 6 აგვისტოს ირლანდიის ნაკრებთან გამართავენ. ორი კვირის შემდეგ კი იქვე იტალიას უმასპინძლებენ.
ეს ტესტები ევროპული გუნდებისთვის უჩვეულო დროს იმართება. შესაბამისად, ქომაგებიც მიჩვეულნი არ არიან აგვისტოში ეროვნული ნაკრების ბატალიების ცქერას. ამ დროს ყველა შვებულებაშია და ისვენებს. ამიტომ, შოტლანდიის რაგბის კავშირმა სპეციალური პიარკამპანია წამოიწყო. დილის ვარჯიშის შემდეგ, რომელიც ძალოსნობის დარბაზში ჩატარდა, კრის პატერსონის გარდა ყველა დასასვენებლად გაემართა. შოტლანდიელთა ლიდერმა ედინბურგის პლაჟ პორტობელოსკენ
"სკოტების" მთავარი მწვრთნელი, ინგლისელი ენდი რობინსონი ახალ ზელანდიაში წამსვლელთა ვინაობას 20 აგვისტოს, იტალიასთან მატჩის შემდეგ დაასახელებს.
შოტლანდიის ნაკრები
შერკინება: ჯონ ბარკლი, ჯონ ბიტი, კელი ბრაუნი, ჯოფ გროსი, დევიდ დენტონი, ალასდაირ დიკინსონი, როს ფორდი, რაიან გრანტი, რიჩი გრეი, დაგ ჰალი, ჯიმ ჰამილტონი, რობ ჰარლი, ნათან ჰინესი, ალან იაკობსენი, ალისტერ კელოკი, სკოტ ლაუსონი, მორეი ლოუ, ევან მურეი, როს რენი, ალასდაირ სტროკოში, ფერგიუს თომსონი, რიჩი ვერნონი.
უკანა ხაზი: ჯო ანსბრო, მაიკ ბლერი, ბენ კაირნსი, კრის კასიტერი, ჯეკ კუტბერტი, საიმონ დენიელი, ნიკ დე ლუკა, მაქს ევანსი, რუარიდ ჯექსონი, გრეგ ლაიდლოუ, რორი ლამონტი, შონ ლამონტი, რორი ლაუსონი, გრემ მორისნი, დენ პარქსი, კრის პატერსონი, ჰუგო საუთვილი, ნიკი ვოლკერი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"