"პომებს" პრობლემები არ აშინებთ

AutoSharing Option
ინგლისურ რაგბიში წარმოქმნილინ კრიზისი შესაძლოა პირდაპირ აისახოს ამ ქვეყნის ეროვნული ნაკრების მდგომარეობაზე. მარტინ ჯონსონი და მისი სამწყსო მსოფლიოს თასისთვის "თვიქნემზე" ემზადება. ინგლისის ნაკრების თავკაცი ამტკიცებს, რომ აქაურ რაგბის თემში მიმდინარე მოვლენები მოთამაშეებზე გავლენას არ ახდენს.

"ეს პრობლემები ჩვენგან შორსაა, მორაგბეები მხოლოდ წვრთნით არიან დაკავებულნი, მათ ერთი მიზანი აქვთ, გააუმჯობესონ თამაშის ხარისხი. ჩემი საზრუნავი კი ვარჯიშის შინაარსი და კვების რაციონია. აი სულ ეს არის რაც ჩვენ გვაღელვებს", - თქვა მარტინ ჯონსონმა.

შეგახსენებთ, რომ ინგლისის რაგბის კავშირის პრეზიდენტ მარტინ ტომასს ერთი თვის
წინათ უნდობლობა გამოუცხადეს და თანამდებობიდან გადააყენეს. მისი შემცვლელი ჯონ სტილი ინაგურაციიდან რამდენიმე კვირაში მოხსნეს. ახლა, ინგლისის რაგბის კავშირს დროებით პოლ მერფი უხელმძღვანელებს, მანამ სანამ ორ თვეში ახალ პრეზიდენტს არ აირჩევენ.

ინგლისის ნაკრები
შერკინება: მორის ბოთა, ჯორჯ ჩატერი, დენ კოლი, ალექს კორბისერო, ტომ კროფტი, ლუის დეკონი, პაულ დორან ჯოუნზი, ნიკ ისტერი, ჰენრი ფური, დილან ჰარტლი, ჯეიმზ ჰესკელი, კორტნი ლოუ, ლი მირსი, ლუის მუდი, ტომ პელმერი, ტიმ რაიანი, კრის რობშოუ, საიმონ შოუ, ანდრიუ შერიდანი, მეთ სტივენსი, სტივ თომსონი, თომ ვალდრომი, დევიდ ვილსონი, ტომ ვუდი, ჯო ვორსლი.

უკანა ხაზი: დელონ ერმითიჯი, კრის ეშტონი, მეთ ბანაჰანი, დენ კერი, მარკ კუეტო, ტობი ფლუდი, რიკუ ფლატი, ბენ ფოდენი, შონთაი ჰეპი, ჩარლი ჰოჯსონი, უგო მუნი, ჩარლი შარპი, ჯო სიმპსონი, ჯეიმზ სიმპსონ-დენიელი, დევიდ დტრიტლი, მაიკ თინდოლი, მანუ ტულიგაი, რიჩარდ ვიგლსვორსი, ჯონი ვილკინსონი, ბენ იანგზი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული